საღამოს ჩვენს კონკურსანტებს გაკვეთილები არ ჰქონდათ ამიტომ თამაშები მოიგონეს. თუმცა ერთი უწყინარი თამაში ნიკა როყვას და მიშა სულუხიას დაპირისპირებით დასრულდა.მონაწილეები ჯერ ორ გუნდად გაიყვნენ და ”ომობანა” ითამაშეს. მერე გადაწყვიტეს ”ვარსკვლავების აკადემიის” ცოცხალი კონცერტის ინსცენირება გაეკეთებინათ და თან პროექტის გენერალური სპონსორისთვის რეკლამა გაეწიათ. იდეა ნიკა როყვას ეკუთვნოდა, წამყვანები კი მიშა სულუხია და ნათია მიქაძე იყვნენ. მიშა და ნიკა ”კონცერტის” და ”სპონსორის რეკლამის” თანმიმდევრობაზე ვერ შეთანხმდნენ. გაბრაზებულმა ნიკამ მიშას ეგოისტი უწოდა, შენს თავს მაქსიმალურად იყენებო. ნიკამ კონცერტის სცენარის გადალაგება მოინდომა, თუმცა დანარჩენებმა მიშას აუბეს მხარი, ჯერ ასე გავიაროთ რეპეტიცია და თუ არ მოგვეწონა მერე შევცვალოთო.მიშა ნიკას არ მოეშვა. რამდენჯერმე ყველას გასაგონად თქვა, რომ ნიკამ შეურაცხყოფა მიაყენა, და ეგოისტი უწოდა. ნიკამ თა
... სრულად წაკითხვა>>
პირველ დღეს აკადემიაში ინგლისურის მასწავლებელი მივიდა. დილით აკადემიის დირექტორმა გეგა ფალავანდიშვილმა ყველას ახალი სიმღერები დაურიგა. ამ სიმღერებს ისინი მომავალ კონცერტზე შეასრულებენ. რეპერტუარში ისევ ინგლისური ჰიტები შევიდა. პირველმა ინგლისურის პედაგოგს ლანა ლობილაძეს მარგომ მიაკითხა. მანამდე გოგონებთან დაიჩივლა რთული სიმღერა მაქვსო. როგორც ჩანს, პირველი წარუმატებლობის მერე მარგო უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ახალ დავალებას. მერე ლევან დობაძიშვილი სწავლობდა ტექსტს. მიშა სულუხია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ინგლისურ გამოთქმაში ვარჯიში, ფეხს ითრევდა. მაგრამ პედაგოგის დაჟინებით მაინც მოუწია ტექსტზე მუშაობა. ლანა ლობილაძემ მიშას ურჩია ერთი საათის განმავლობაში ნელა ემეორებინა ინგლისური ტექსტი იმისთვის, რომ ხარვეზები გამოესწორებინა, რადგან მიშა სულუხია მასწავლებლის თქმით ”ახალ ინგლისურ გამოთქმებს” იგონებდა. ლანა ლობილაძემ მერე&nbs
... სრულად წაკითხვა>>
მარგო ლუჩკომ აკადემიის დირექტორის შენიშვნა ისე განიცადა, რომ მომავალი კონცერტისთვის სიმღერის მზადებას იმ წუთიდან შეუდგა, როგორც კი გეგა ფალავანდიშვილმა მას სიმღერის სიტყვები გადასცა. გოგოებთან კი დაიჩივლა, რომ რთული სიმღერა შეხვდა. მერე წყლის ბოთლი აიღო, მიკროფონივით დაიჭირა და სიმღერაში ვარჯიში დაიწყო. მარგო მთელი დღე ისეთი მოწყენილი იყო, რომ ნიკა როყვამ მას ”ადამიანი სევდა” უწოდა, თუმცა მარგომ ახალი მეტსახელი გააპროტესტა.
კონცერტის მეორე დღეს ”ვარსკვლავების აკადემიის” დირექტორატმა თათბირი გამართა და 23 მარტის კონცერტის შედეგები შეაფასა.პედაგოგები აკადემიის დირექტორის გეგა ფალავანდიშვილის კაბინეტში შეიკრიბნენ. მათ ყველა მონაწილის გამოსვლა განიხილეს. აკადემიის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა მანანა მორჩილაძემ უმაღლესი შეფასება მარი ბოლქვაძის გამოსვლას მისცა და აღნიშნა, რომ ის ერთადერთი იყო, რომელმაც რეპეტიციების დროს პედაგოგების მიერ მიცემული ყველა რჩევა და შენიშვნა გაითვალისწინა. გიორგი ჯალაღანიას გამოსვლით ყველა უკმაყოფილო დარჩა. პედაგოგებმა ისიც თქვეს, რომ რეპეტიციებზე გაცილებით უკეთესად მღეროდა. მარგო ლუჩკოს სიმღერას მუსიკალურმა ხელმძღვანელმა წარუმატებელი უწოდა. ქორეოგრაფმა თეა გობეჯიშვილმა აღნიშნა, რომ რეპეტიციებზე მარგოც გაცილებით უკეთესად ცეკვავდა. გეგა ფალავანდიშვილმა მარგო ლუჩკოს წარუმატებლობა
... სრულად წაკითხვა>>
ვახშმის მერე ვარსკვლავური სახლის ბინადარნი ერთმანეთს კონცერტის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. კონცერტზე გამოსვლა წითელ ხალიჩაზე გამოსვლას შეადარეს. განსაკუთრებით ფანების აქტიურობა აღნიშნეს. მერე მიშა სულუხიამ Cheese-ის ძახილით ყველას ერთად სურათები გადაუღო დაძაბული დღის შემდეგ ყველა დაიღალა, მაგრამ დაძინება არც ერთს არ უნდოდა. ისინი გვიანობამდე სამზარეულოში ისხდნენ და საუბრობდნენ.
სტუდენტებმა ვარსკვლავურ სახლში პირველი ვახშამი გამართეს.თუმცა მანამდე მათ სახლი დაათვალიერეს. აღტაცებას ვერც ერთი ვერ მალავდა. ბიჭებმა შამპანურის ბოთლები გახსნეს და ყველა მაგიდას შემოუსხდა. მარგო ლუჩკო სიტყვით გამოვიდა. დანარჩენები ხმაურობდნენ, და აწყვეტინებდნენ. მარგო სიჩუმეს ითხოვდა.გიორგი ჯალაღანიამ განაცხადა, რომ მათგან კარგი მომღერლები დადგებოდა, რადგან აკადემიაში მოხვდნენ.ვახშმის შემდეგ მარგომ წყლის ბოთლი მიკროფონად გამოიყენა და სიმღერა დაიწყო. მას სხვა გოგოებიც აჰყვნენ.
კონცერტიდან თოთხმეტივე მონაწილე პირდაპირ ვარსკვლავური სახლისკენ გაემართა. აქ მათ უკვე ელოდებოდა აკადემიის დირექტორი გეგა ფალავანდიშვილი. მალე აკადემიის სტუდენტებმაც შემოაღეს კარი. ბიჭები გოგონებს ბარგის შემოტანაში ეხმარებოდნენ. ყველა დიდ ოთახში შეიკრიბა და ელოდა, რას ეტყოდა მათ დირექტორი. გეგამ სტუდენტებს სასწავლო სემესტრის წარმატებით დაწყება მიულოცა, გააფრთხილა, რომ ყოველდღე მეცადინეობებისთვის 9 საათზე მოუწევდათ ადგომა, და ისიც უთხრა, რომ წარმატებული სტარტის აღსანიშნავად სახლში შამპანური და ვახშამი ელოდათ. გეგას წასვლის მერე გოგონები და ბიჭები საძინებელ ოთახებში გადანაწილდნენ.
პირველი კონცერტის რეპერტუარი ცნობილი უცხოური ჰიტებისგან შედგებოდა. სიმღერები თითოეული მონაწილისთვის სპეციალურად შეირჩა. პროექტის იმიჯმეიკერმა ყველა მონაწილეს ტანსაცმელი სიმღერის მიხედვით მოარგო. აი, რა სიმღერები შეასრულეს მათ:
მარი ბოლქვაძე - Bring It Back გიორგი ჯალაღანია - Why You Follow Me ანი სუბელიანი - Beautiful მიშა სულუხია - Love To See You Cry მარგო ლუჩკო - I Can’t Get You Out Of My Head გიორგი ერგემლიძე - Lady ქეთი ორჯონიკიძე - Cornflake Girl ნიკა როყვა - Ain’t No Sunshine ნინო ღავთაძე - I Try ბექა ბროლაძე - Save Tonight მარიკო ებრალიძე - Smooth Operator დიტო ლაგვილავა - Poor People ლევან დობაძიშვილი - Sunday Morning ნათია მიქაძე - Respect
გუშინ 23 მარტს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ”ვარსკვლავების აკადემიის” პირველი კონცერტი ჩატარდა. კონცერტს უძღვებოდნენ ”უკანასკნელი გმირის” წამყვანი გიორგი ქორქია და ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში.კონცერტი მონაწილეებმა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერილი ჰიმნით გახსნეს. შემდეგ კი მაყურებლის წინაშე კონცერტისთვის მომზადებული რეპერტუარით წარსდგნენ.წამყვანებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენი კონკურსანტების გამბედაობას. მათ გააკეთეს ის, რაც ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ გაუკეთებიათ. პირველ კონცერტზე ისინი გამოდიოდნენ არა გამოცდილ მომღერლებთან ერთად, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდებოდა, არამედ სცენაზე მარტონი იდგნენ და რაც მთავარია, სიმღერებს ცოცხლად ასრულებდნენ.კონცერტის ბოლოს გიორგი ქორქიამ მაყურებელს ის სახლი დაათვალიერებინა სადაც აკადემიის მონაწილეები 11 კვირას გაატარებენ. კონცერტი წამყვანმა და მომღე
... სრულად წაკითხვა>>
ყველას ვისაც სურვილი გაქვთ დაეხმაროთ მარგო ლუჩკოს,გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა eMoney-ს ანგარიშზე 360056527,მოგროვილი თანხით შეძენილი იქნება ბალი ბარათები ,რომლითაც დავუმესიჯებთ მარგოს საჭიროების შემთხვევაში.დღეს გაიმართება პირველი კონცერტი,რომელსაც ჩვენი საიტი პირდაპი ეთერში შემოგთავაზებთ