კონცერტიდან თოთხმეტივე მონაწილე პირდაპირ ვარსკვლავური სახლისკენ გაემართა. აქ მათ უკვე ელოდებოდა აკადემიის დირექტორი გეგა ფალავანდიშვილი. მალე აკადემიის სტუდენტებმაც შემოაღეს კარი. ბიჭები გოგონებს ბარგის შემოტანაში ეხმარებოდნენ. ყველა დიდ ოთახში შეიკრიბა და ელოდა, რას ეტყოდა მათ დირექტორი. გეგამ სტუდენტებს სასწავლო სემესტრის წარმატებით დაწყება მიულოცა, გააფრთხილა, რომ ყოველდღე მეცადინეობებისთვის 9 საათზე მოუწევდათ ადგომა, და ისიც უთხრა, რომ წარმატებული სტარტის აღსანიშნავად სახლში შამპანური და ვახშამი ელოდათ. გეგას წასვლის მერე გოგონები და ბიჭები საძინებელ ოთახებში გადანაწილდნენ.