მთავარი » 2008 » მარტი » 26

საღამოს აკადემიას მოულოდნელად გეგა ფალავანდიშვილი ეწვია. ის მთელი დღე ადევნებდა თვალს აკადემიის სტუდენტებს და მათი საქციელით უკმაყოფილო დარჩა.გეგამ ყველა საცეკვაო დარბაზში დაიბარა. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზეზი სტუდენტების უსაქმურობა და ძვირფასი დროის ფლანგვა იყო. მისი კრიტიკა მხოლოდ მარგო ლუჩკოს არ ეხებოდა.პირველად გეგა ფალავანდიშვილმა მათ დაგვიანებას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ თუ მეცადინეობებზე დროზე არ მივიდოდნენ, ის მასწავლებლებს კარის ჩაკეტვას სთხოვდა და გაკვეთილებზე აღარ დაუშვებდა. ურჩია მასწავლებლების კეთილგანწყობით არ ესარგებლათ და საქმეს პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ, ბევრი ემუშავათ და რეპეტიციები გაევლოთ, რადგან კონცერტამდე სულ რაღაც ოთხი დღე დარჩა, ამიტომ უნდა იაქტიურონ, ცეკვის გაკვეთილზე უნდა იცეკვონ, ვოკალის გაკვეთილზე იმღერონ, და არა ეძი ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1556 | დამატებულია: 26.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(1)

მიუხედავად იმისა რომ ჩვენს სტუდენტებს ბევრი დრო აქვთ, ისინი ამ დროს გართობაში ფლანგავენ. რეპერტუარის გადანაწილების მეორე დღეს კონკურსანტებს მასწავლებლებთან შეხვედრა ჰქონდათ. არც ერთმა სიმღერის ტექსტი ზეპირად არ იცოდა.არც ერთ მათგანს ტექსტი წინა საღამოს არ უსწავლია მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ და სახლშიც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კონცერტისთვის კარგად მოემზადონ. ზოგიერთმა სიტვების დაზეპირება ვოკალის გაკვეთილის წინ დაიწყო. მასწავლებლებმა ისიც შეასხენეს, რომ პირველ კონცერტამდე ისინი ერთი თვე ემზადებოდნენ, ახლა კი მხოლოდ ერთი კვირა აქვთ. მანანა მორჩილაძემ მონაწილეებს უთხრა, რომ ისინი მხოლოდ ცნობადი სახეები არ უნდა გახდნენ, პროექტის მიზანი ეს არ არის. მთავარია ისინი კარგ მომღერლებად ჩამოყალიბდნენ. შენიშვნების მერე რეპეტიციებზ ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1077 | დამატებულია: 26.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

აკადემიის მოსწავლეებმა დილით პედაგოგების შესვლა ვერ გაიგეს. დღის გრაფიკი არც ერთს არ ახსოვდა. მასწავლებლებმა საკლასო ოთახში მუსიკა ხმამაღლა ჩართეს, მხოლოდ ამის მერე მიხვდნენ კონკურსანტები, რომ 11:30 მათ ვოკალის გაკვეთილი ეწყებოდათ და საკლასო ოთახში შევიდნენ, ყველა, ლევან დობაძიშვილის გარდა. ის ამ დროს მშვიდად შხაპს იღებდა და სარკესთან წესრიგდებოდა და საკლასო ოთახის კარი შუა მეცადინეობაში შეაღო.პედაგოგებმა სტუდენტებთან შეხვედრა შენიშვნებით დაიწყეს. მანანა მორჩილაძემ დაგვიანებასთან დაკავშირებით ყველა მკაცრად გააფრთხილა. უთხრა, რომ ეს აკადემიაა და აქაც ისევე უნდა იარონ, როგორც ჩვეულებრივ სასწავლებელში დადიან. 11:30 საათზე ყველა უკვე საკლასო ოთახში უნდა იყოს და მასწავლებლები არ უნდა ალოდინონ. ამის მერე პედაგოგები კონკურსანტებთან ერთად რეპეტიციაზე გადავიდნენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1145 | დამატებულია: 26.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

ჩვენი მონაწილეები ყოველ დილით 09:30 ცეკვის დარბაზში უნდა იყვნენ, სადაც მათ მწვრთნელი დახვდება და დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს გააკეთებინებს.დღევანდელი დილაც ვარჯიშით დაიწყო. ჩვენს კონკურსანტებს ადრე მოუხდათ ადგომა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოუძინებელი იყო. ისინი ნახევარი საათის განმავლობაში აერობიკულ ვარჯიშებს აკეთებდნენ და კუნთებს ახურებდნენ. მერე კი აუჩქარებლად შხაპი მიიღეს და ჩაიცვეს.თუმცა ვარჯიშებს ჩვენი მონაწილეები არ გამოუფხიზლებია, რადგან ვოკალის გაკვეთილზე ყველა ინერტული იყო, ნათია მიქაძეს ჩაეძინა კიდეც.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 2073 | დამატებულია: 26.03.2008 | რეიტინგი: 2.0/1 | კომენტარები(1)

ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები