ჩვენი მონაწილეები ყოველ დილით 09:30 ცეკვის დარბაზში უნდა იყვნენ, სადაც მათ მწვრთნელი დახვდება და დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს გააკეთებინებს.დღევანდელი დილაც ვარჯიშით დაიწყო. ჩვენს კონკურსანტებს ადრე მოუხდათ ადგომა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოუძინებელი იყო. ისინი ნახევარი საათის განმავლობაში აერობიკულ ვარჯიშებს აკეთებდნენ და კუნთებს ახურებდნენ. მერე კი აუჩქარებლად შხაპი მიიღეს და ჩაიცვეს.თუმცა ვარჯიშებს ჩვენი მონაწილეები არ გამოუფხიზლებია, რადგან ვოკალის გაკვეთილზე ყველა ინერტული იყო, ნათია მიქაძეს ჩაეძინა კიდეც.