მთავარი » 2008 » მარტი » 29

ბექა ბროლაძემ ნათია მიქაძეს უთხრა, რომ მისნაირი გოგონები ძალიან მოსწონდა. მათი საუბარი ერთმანეთისთვის პირველი შთაბეჭდილებების გაზიარებით დაიწყო. ბექა გამოტყდა, რომ თავიდან ნათია მაგარი ”სვეტსკი” და მეტიჩარა გოგო ეგონა. მერე ისიც აღნიშნა, რომ მისი შეყვარებულები ზუსტად ნათიასნაირი გოგონები იყვნენ. ნათიამ ბიჭებისგან კომპლიმენტებიც დაიმსახურა, ბექამ მის სახეს ავანგარდული და ორიგინალური უწოდა, გიორგი ჯალაღანიამ კი უთხრა, ძალიან მეტყველი თვალები გაქვსო. მოსაწევი ოთახიდან გასვლისას ბექა ბროლაძე ნათიას გაეხუმრა, ასე რომ, მიფრთხილდიო. ეს სასიყვარულო მოზღვავება მათი მეგობრული გადახვევით დასრულდა. მეორე ოთახში გიორგი ერგემლიძე დანარჩენებს თავისი ძველი სიყვარულის ისტორიას უყვებოდა. ბექა ბროლაძემ ხმამაღლა აღნიშნა, რომ დღეს აკადემიაში სიყვარულის მოზღვავება იგრძნობოდა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1189 | დამატებულია: 29.03.2008 | რეიტინგი: 3.0/2 | კომენტარები(1)

ვარსკვლავების აკადემიის სტუდენტები კვებას უჩივიან. მათ ყოველ დღე მზა კერძებით ამარაგებენ. ამით განებივრებულები, როგორც კი დროს მოიხელთებენ, ჭამენ.მეცადინეობებს შორის, ძილის წინ და ღამის საათებში ჩვენს მოშიებულ სტუდენტებს ხშირად ნახავთ სამზარეულოში. კვებაში რეჟიმს არ იცავენ. არც საკვების რაოდენობას აკონტროლებენ, და უზომოდ ბევრს მიირთმევენ.დღეს დილით მიშამ დაიჩივლა, რომ მუდამ შია და საჭმელი არ ჰყოფნის. ანიმაც დაიწუწუნა, ოღონდ რაციონთან დაკავშირებით. კონტრარგუმენტი მარიკო ებრალიძემ მოუყვანა, ჩვენ, მსუქნებს, ნუ გვაბრალებთ, რომ საჭმელი არ რჩება, ჩვენ ერთჯერად კვებაზე ვართ გადასულიო. მერე მიშას მიუბრუნდა და უთხრა, შენ არ იყავი, გუშინ ერთი საათის განმავლობაში შვიდჯერ რომ ჭამეო.თუ ასე გააგრძელეს, ჩვენს მომავალ ვარსკვლავებს შეიძლება მალე დიეტოლოგის რჩევები დასჭირდეთ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1180 | დამატებულია: 29.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები