მთავარი » 2008 » მარტი » 24

გადაწერეთ მარგო ლუჩკოს ვიზიტი ვანო ჯავახიშვილის შოუში

http://allshares.ge/download.php?id=2C8843119

კატეგორია: მულტიმედია | ნანახია: 1951 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(1)

ვახშმის მერე ვარსკვლავური სახლის ბინადარნი ერთმანეთს კონცერტის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. კონცერტზე გამოსვლა წითელ ხალიჩაზე გამოსვლას შეადარეს. განსაკუთრებით ფანების აქტიურობა აღნიშნეს. მერე მიშა სულუხიამ Cheese-ის ძახილით ყველას ერთად სურათები გადაუღო
დაძაბული დღის შემდეგ ყველა დაიღალა, მაგრამ დაძინება არც ერთს არ უნდოდა. ისინი გვიანობამდე სამზარეულოში ისხდნენ და საუბრობდნენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1092 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

სტუდენტებმა ვარსკვლავურ სახლში პირველი ვახშამი გამართეს.თუმცა მანამდე მათ სახლი დაათვალიერეს. აღტაცებას ვერც ერთი ვერ მალავდა. ბიჭებმა შამპანურის ბოთლები გახსნეს და ყველა მაგიდას შემოუსხდა. მარგო ლუჩკო სიტყვით გამოვიდა. დანარჩენები ხმაურობდნენ, და აწყვეტინებდნენ. მარგო სიჩუმეს ითხოვდა.გიორგი ჯალაღანიამ განაცხადა, რომ მათგან კარგი მომღერლები დადგებოდა, რადგან აკადემიაში მოხვდნენ.ვახშმის შემდეგ მარგომ წყლის ბოთლი მიკროფონად გამოიყენა და სიმღერა დაიწყო. მას სხვა გოგოებიც აჰყვნენ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1056 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

კონცერტიდან თოთხმეტივე მონაწილე პირდაპირ ვარსკვლავური სახლისკენ გაემართა. აქ მათ უკვე ელოდებოდა აკადემიის დირექტორი გეგა ფალავანდიშვილი. მალე აკადემიის სტუდენტებმაც შემოაღეს კარი. ბიჭები გოგონებს ბარგის შემოტანაში ეხმარებოდნენ. ყველა დიდ ოთახში შეიკრიბა და ელოდა, რას ეტყოდა მათ დირექტორი.
გეგამ სტუდენტებს სასწავლო სემესტრის წარმატებით დაწყება მიულოცა, გააფრთხილა, რომ ყოველდღე მეცადინეობებისთვის 9 საათზე მოუწევდათ ადგომა, და ისიც უთხრა, რომ წარმატებული სტარტის აღსანიშნავად სახლში შამპანური და ვახშამი ელოდათ.
გეგას წასვლის მერე გოგონები და ბიჭები საძინებელ ოთახებში გადანაწილდნენ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1091 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

პირველი კონცერტის რეპერტუარი ცნობილი უცხოური ჰიტებისგან შედგებოდა. სიმღერები თითოეული მონაწილისთვის სპეციალურად შეირჩა.
პროექტის იმიჯმეიკერმა ყველა მონაწილეს ტანსაცმელი სიმღერის მიხედვით მოარგო.
აი, რა სიმღერები შეასრულეს მათ:

მარი ბოლქვაძე - Bring It Back
გიორგი ჯალაღანია - Why You Follow Me
ანი სუბელიანი - Beautiful
მიშა სულუხია - Love To See You Cry
მარგო ლუჩკო - I Can’t Get You Out Of My Head
გიორგი ერგემლიძე - Lady
ქეთი ორჯონიკიძე - Cornflake Girl
ნიკა როყვა - Ain’t No Sunshine
ნინო ღავთაძე - I Try
ბექა ბროლაძე - Save Tonight
მარიკო ებრალიძე - Smooth Operator
დიტო ლაგვილავა - Poor People
ლევან დობაძიშვილი - Sunday Morning
ნათია მიქაძე - Respect

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1171 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები(0)

გუშინ 23 მარტს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ”ვარსკვლავების აკადემიის” პირველი კონცერტი ჩატარდა. კონცერტს უძღვებოდნენ ”უკანასკნელი გმირის”  წამყვანი გიორგი ქორქია და ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში.კონცერტი მონაწილეებმა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერილი ჰიმნით გახსნეს. შემდეგ კი მაყურებლის წინაშე კონცერტისთვის მომზადებული რეპერტუარით წარსდგნენ.წამყვანებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენი კონკურსანტების გამბედაობას. მათ გააკეთეს ის, რაც ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ გაუკეთებიათ. პირველ კონცერტზე ისინი გამოდიოდნენ არა გამოცდილ მომღერლებთან ერთად, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდებოდა, არამედ სცენაზე მარტონი იდგნენ და რაც მთავარია, სიმღერებს ცოცხლად ასრულებდნენ.კონცერტის ბოლოს გიორგი ქორქიამ მაყურებელს ის სახლი დაათვალიერებინა სადაც აკადემიის მონაწილეები 11 კვირას გაატარებენ. კონცერტი წამყვანმა და მომღე ... სრულად წაკითხვა>>

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1297 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები