| მთავარი » 2008 » მარტი » 24 » ”ვარსკვლავების აკადემიამ” სტარტი აიღო! 
 
| 11:22  ”ვარსკვლავების აკადემიამ” სტარტი აიღო! |  | 
				
			 

 გუშინ 23 მარტს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ”ვარსკვლავების აკადემიის” პირველი კონცერტი ჩატარდა. კონცერტს უძღვებოდნენ ”უკანასკნელი გმირის”  წამყვანი გიორგი ქორქია და ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში.კონცერტი მონაწილეებმა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერილი ჰიმნით გახსნეს. შემდეგ კი მაყურებლის წინაშე კონცერტისთვის მომზადებული რეპერტუარით წარსდგნენ.წამყვანებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენი კონკურსანტების გამბედაობას. მათ გააკეთეს ის, რაც ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ გაუკეთებიათ. პირველ კონცერტზე ისინი გამოდიოდნენ არა გამოცდილ მომღერლებთან ერთად, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდებოდა, არამედ სცენაზე მარტონი იდგნენ და რაც მთავარია, სიმღერებს ცოცხლად ასრულებდნენ.კონცერტის ბოლოს გიორგი ქორქიამ მაყურებელს ის სახლი დაათვალიერებინა სადაც აკადემიის მონაწილეები 11 კვირას გაატარებენ. კონცერტი წამყვანმა და მომღერალმა სოფო ხალვაშმა დახურა.აკადემიის სტუდენტებმა პირველი სერიოზული გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.  კონცერტის შემდეგ ყველა ერთად სახლისკენ გაემართა, სადაც ისინი 11 კვირას გაატარებენ. |  | კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 1374 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |  კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია  | შესვლა  ] | | სტატისტიკა | 
|---|
 | 
 სულ საიტზეა: 1 სტუმარი: 1 წევრი: 0 | 
 |