ქორეოგრაფები ლორა აუთლო და თეა გობეჯიშვილი დღესაც მკაცრები იყვნენ. სტუდენტები მათ დავალებებს ასრულებდნენ, თუმცა ხანდახან ავიწყდებოდათ, რომ ვარჯიშის დროს ჭორაობა აკრძალულია.ლორა შენიშვნებს ლაპარაკთან დაკავშირებით ხშირად აძლევდა, ბოლოს ყველას თვალწინ გააკეთა სტუდენტების არასერიოზული ქცევის ინსცენირება, რითაც კონკურსანტების აპლოდისმენტები დაიმსახურა. მერე ხაზი გაუსვა იმას, რომ სცენაზე ლაპარაკი და არასერიოზული მოქცევა არ შეიძლება. სტუდენტებმა ჯერ წაივარჯიშეს, მერე იმ ცეკვის რეპეტიცია გაიარეს, რომლითაც კონცერტზე ერთად უნდა გამოვიდნენ. ლორა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი თვალს ადევნებდა და მათ უხერხულ მოძრაობებზე ბევრს ხალისობდა.
კონცერტამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. სტუდენტები სიმღერებს ამზადებენ და ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტში ერთმანეთის კონკურენტები არიან, ჩვენი მომავალი ვარსკვლავები ერთმანეთს მაინც ეხმარებიან.ყველა დიდ ოთახში იყო შეკრებილი. მიშა სულუხია თავისთვის ღიღინებდა. მისი შესრულება ნათიას არ მოეწონა და რჩევები მისცა სიტყვების გამოთქმასთან დაკავშირებით. გიორგი და ბექაც ნათიას აჰყვნენ და მიშას ასწავლიდნენ ინგლისური სიტყვების სწორად წარმოთქმას. ვოკალის გაკვეთილზე ლევანს ნიკა როყვას დახმარება დაავალეს.გიორგი ერგემლიძე გიორგი ჯალაღანიას ეხმარებოდა რეპეტიციაში, ქეთი ორჯონიკიძე კი მარგო ლუჩკოს ასწავლიდა, რომელ სიტყვაზე როგორ გაეღო პირი. მოგვიანებით ნათია მიქაძე და ქეთი ორჯონიკიძე ცალკე ოთახში განმარტოვდნენ, მუსიკა ჩართეს, მღეროდნენ და ერთმანეთს შენიშვნებს აძლევდნენ, თან ერთმანეთს ”მასწ”-ით მიმართავდნე
... სრულად წაკითხვა>>