კონცერტამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. სტუდენტები სიმღერებს ამზადებენ და ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტში ერთმანეთის კონკურენტები არიან, ჩვენი მომავალი ვარსკვლავები ერთმანეთს მაინც ეხმარებიან.ყველა დიდ ოთახში იყო შეკრებილი. მიშა სულუხია თავისთვის ღიღინებდა. მისი შესრულება ნათიას არ მოეწონა და რჩევები მისცა სიტყვების გამოთქმასთან დაკავშირებით. გიორგი და ბექაც ნათიას აჰყვნენ და მიშას ასწავლიდნენ ინგლისური სიტყვების სწორად წარმოთქმას. ვოკალის გაკვეთილზე ლევანს ნიკა როყვას დახმარება დაავალეს.გიორგი ერგემლიძე გიორგი ჯალაღანიას ეხმარებოდა რეპეტიციაში, ქეთი ორჯონიკიძე კი მარგო ლუჩკოს ასწავლიდა, რომელ სიტყვაზე როგორ გაეღო პირი. მოგვიანებით ნათია მიქაძე და ქეთი ორჯონიკიძე ცალკე ოთახში განმარტოვდნენ, მუსიკა ჩართეს, მღეროდნენ და ერთმანეთს შენიშვნებს აძლევდნენ, თან ერთმანეთს ”მასწ”-ით მიმართავდნენ. ცოტა ხნის მერე მათ კარი გიორგი ჯალაღანიამ შეუღო, მეც მომხედეთო. ნათია და ქეთი გიორგი ჯალაღანიას გვერდით მიუსხდნენ, ჯერ სიმღერის ტექსტი ჩაიბარეს ზეპირად, თუმცა გიორგი ბევრ შეცდომას უშვებდა და ტექსტს ბორძიკით მღეროდა. ძილის წინ გიორგი და ნათია სარკის წინ იდგნენ და ცეკვაში ვარჯიშობდნენ. იმ ღამეს სტუდენტების უმრავლესობა ადრე დაწვა დასაძინებლად.