ქორეოგრაფები ლორა აუთლო და თეა გობეჯიშვილი დღესაც მკაცრები იყვნენ. სტუდენტები მათ დავალებებს ასრულებდნენ, თუმცა ხანდახან ავიწყდებოდათ, რომ ვარჯიშის დროს ჭორაობა აკრძალულია.ლორა შენიშვნებს ლაპარაკთან დაკავშირებით ხშირად აძლევდა, ბოლოს ყველას თვალწინ გააკეთა სტუდენტების არასერიოზული ქცევის ინსცენირება, რითაც კონკურსანტების აპლოდისმენტები დაიმსახურა. მერე ხაზი გაუსვა იმას, რომ სცენაზე ლაპარაკი და არასერიოზული მოქცევა არ შეიძლება. სტუდენტებმა ჯერ წაივარჯიშეს, მერე იმ ცეკვის რეპეტიცია გაიარეს, რომლითაც კონცერტზე ერთად უნდა გამოვიდნენ. ლორა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი თვალს ადევნებდა და მათ უხერხულ მოძრაობებზე ბევრს ხალისობდა.