ბექა ბროლაძემ ნათია მიქაძეს უთხრა, რომ მისნაირი გოგონები ძალიან მოსწონდა. მათი საუბარი ერთმანეთისთვის პირველი შთაბეჭდილებების გაზიარებით დაიწყო. ბექა გამოტყდა, რომ თავიდან ნათია მაგარი ”სვეტსკი” და მეტიჩარა გოგო ეგონა. მერე ისიც აღნიშნა, რომ მისი შეყვარებულები ზუსტად ნათიასნაირი გოგონები იყვნენ. ნათიამ ბიჭებისგან კომპლიმენტებიც დაიმსახურა, ბექამ მის სახეს ავანგარდული და ორიგინალური უწოდა, გიორგი ჯალაღანიამ კი უთხრა, ძალიან მეტყველი თვალები გაქვსო. მოსაწევი ოთახიდან გასვლისას ბექა ბროლაძე ნათიას გაეხუმრა, ასე რომ, მიფრთხილდიო. ეს სასიყვარულო მოზღვავება მათი მეგობრული გადახვევით დასრულდა. მეორე ოთახში გიორგი ერგემლიძე დანარჩენებს თავისი ძველი სიყვარულის ისტორიას უყვებოდა. ბექა ბროლაძემ ხმამაღლა აღნიშნა, რომ დღეს აკადემიაში სიყვარულის მოზღვავება იგრძნობოდა.