ვარსკვლავების აკადემიის სტუდენტები კვებას უჩივიან. მათ ყოველ დღე მზა კერძებით ამარაგებენ. ამით განებივრებულები, როგორც კი დროს მოიხელთებენ, ჭამენ.მეცადინეობებს შორის, ძილის წინ და ღამის საათებში ჩვენს მოშიებულ სტუდენტებს ხშირად ნახავთ სამზარეულოში. კვებაში რეჟიმს არ იცავენ. არც საკვების რაოდენობას აკონტროლებენ, და უზომოდ ბევრს მიირთმევენ.დღეს დილით მიშამ დაიჩივლა, რომ მუდამ შია და საჭმელი არ ჰყოფნის. ანიმაც დაიწუწუნა, ოღონდ რაციონთან დაკავშირებით. კონტრარგუმენტი მარიკო ებრალიძემ მოუყვანა, ჩვენ, მსუქნებს, ნუ გვაბრალებთ, რომ საჭმელი არ რჩება, ჩვენ ერთჯერად კვებაზე ვართ გადასულიო. მერე მიშას მიუბრუნდა და უთხრა, შენ არ იყავი, გუშინ ერთი საათის განმავლობაში შვიდჯერ რომ ჭამეო.თუ ასე გააგრძელეს, ჩვენს მომავალ ვარსკვლავებს შეიძლება მალე დიეტოლოგის რჩევები დასჭირდეთ.