აკადემიის მოსწავლეებმა დილით პედაგოგების შესვლა ვერ გაიგეს. დღის გრაფიკი არც ერთს არ ახსოვდა. მასწავლებლებმა საკლასო ოთახში მუსიკა ხმამაღლა ჩართეს, მხოლოდ ამის მერე მიხვდნენ კონკურსანტები, რომ 11:30 მათ ვოკალის გაკვეთილი ეწყებოდათ და საკლასო ოთახში შევიდნენ, ყველა, ლევან დობაძიშვილის გარდა. ის ამ დროს მშვიდად შხაპს იღებდა და სარკესთან წესრიგდებოდა და საკლასო ოთახის კარი შუა მეცადინეობაში შეაღო.პედაგოგებმა სტუდენტებთან შეხვედრა შენიშვნებით დაიწყეს. მანანა მორჩილაძემ დაგვიანებასთან დაკავშირებით ყველა მკაცრად გააფრთხილა. უთხრა, რომ ეს აკადემიაა და აქაც ისევე უნდა იარონ, როგორც ჩვეულებრივ სასწავლებელში დადიან. 11:30 საათზე ყველა უკვე საკლასო ოთახში უნდა იყოს და მასწავლებლები არ უნდა ალოდინონ. ამის მერე პედაგოგები კონკურსანტებთან ერთად რეპეტიციაზე გადავიდნენ.