მთავარი » ახალი ამბები

რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა მეოთხე კონცერტი,სადაც მარგო ლუჩკომ მაყურებელთა ხმების 58 პროცენტი მიიღო და ვარსკვლავების აკადემიაში დარჩა.ჩვენ ვულოცავთ მარგოს  და  წარმატებებს ვუსურვებთ
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1180 | დამატებულია: 13.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

თავისუფალ დროს აუტსაიდერები მეგობრებთან ლაპარაკში ატარებენ.მარგო ლუჩკოს მარი ბოლქვაძე მიუჯდა და ამშვიდებდა. მარგომ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პროექტიდან წასვლა არ უნდა. ისიც კი თქვა, თუ გავვარდი, არ გამიშვათ, სადმე ჩამკეტეთ, სახლს დაგილაგებთო.გიორგი ჯალაღანია მოსაწევ ოთახში ნინო ღავთაძეს და ბექა ბროლაძეს თავისი სიმღერის სიტყვებს უხსნიდა. გაირკვა, რომ სიმღერა ახალი ცხოვრების დაწყებაზეა, ამიტომ გიომ ხალხს მიმართა, ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მომეცითო.ორივეს პროექტში დარჩენა უნდა, მათი ბედი ახლა მაყურებლის ხელშია
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1131 | დამატებულია: 10.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

მარგო ლუჩკოსთან დღეს მისი მეუღლე მოვიდა. საყვარელი ადამიანის ნახვამ მარგოს აუტსაიდერობა დაავიწყა.მარგო თავის ქმარს ერთი საათის განმავლობაში რექტორის კაბინეტში ელაპარაკებოდა. ქმარმა ურჩია არ ენერვიულა, ყველაზე მეტად ამ პროექტში შენ გაქვს გათავისებული, რისთვის ხარ აქ მოსულიო. მარგომ აღნიშნა, რომ პროექტიდან წასვლა არ უნდა, რადგან აქ კარგად გრძნობს თავს. საუბრის ბოლოს ქმარს ხუმრობით საკუთარი ნომერი შეახსენა და ჰკითხა, ხომ დამიმესიჯებო.მარგო ქმრის ნახვის მერე კარგ ხასიათზე დადგა და რეპეტიციებს უფრო ენერგიულად შეუდგა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1387 | დამატებულია: 09.04.2008 | რეიტინგი: 1.0/1 | კომენტარები(1)

მარგო ლუჩკო ძალიან განიცდის იმას, რომ აუტსაიდერი გახდა, ამიტომ მანანა მორჩილაძემ მას ქმართან დარეკვის უფლება მისცა. უფრო მეტიც, ისიც უთხრა, რომ ხვალ მისი ნახვაც შეუძლია. მარგო ბედნიერებისგან რექტორის კაბინეტში ატირდა.მოგვიანებით, მარგომ ქმართან დარეკა. მან მარგოს რჩევები მისცა, რომ არ ენერვიულა და პროექტიდან გავარდნის არ შეშინებოდა. მარგო ქმართან ზარის შემდეგ დამშვიდდა და კარგ ხასიათზე დადგა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1150 | დამატებულია: 08.04.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები(1)

როგორც იცით 6 აპრილის კონცერტზე მარგო გახდა ერთ-ერთი აუტსაიდერი,ყველა მის ფანს მოგიწოდებთ დარეკეთ ან დაუმესიჯეთ მარგოს ნომერზე 2008-11,ან გადარიცხეთ ნებისმიერი რაოდენობის თანხა eMoney-ს ანგარიშის ნომერზე 360056527
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1089 | დამატებულია: 07.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

კონცერტიდან სახლში დაბრუნებული მარგო ლუჩკო ატირდა. მას ყველა გარს შემოეხვია და ამშვიდებდა. მარგო სლუკუნით ამბობდა, ძნელია, როდესაც ამდენს შრომობ და სცენაზე არაფერი არ გამოდისო. მოგვიანებით ანის უთხრა, რომ მისგან ვარსკვლავს ყველაზე ნაკლებად ელოდა. ანი ატირებულ აუტსაიდერს გვერდიდან არ მოშორებია.მარგო თავისი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზს ვერ ხვდება. მან არ იცის, რა მოსდის კონცერტზე მაშინ, როცა რეპეტიციაზე ყველაფერი კარგად გამოსდის. ქეთი ორჯონიკიძემ მას მტკიცე პირობა მისცა, რომ პირადად იზრუნებს იმაზე, რომ მარგო მომავალ კონცერტზე ძალიან მაგრად იმღეროს. ქეთი და ანი დარწმუნებულები არიან, რომ პროექტში მარგო დარჩება. ატირებული აუტსაიდერი ამბობდა, არ მინდა ამ პროექტიდან წასვლა, აქ ძალიან კარგიაო. ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1116 | დამატებულია: 07.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(3)

გეგა ფალავანდიშვილმა მარგო ლუჩკო თავის კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა, აწუხებდა, თუ არა მას ღამე გოგონების ჭორაობა.მარგო გამოტყდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გართობა თავადაც უყვარს, ღამე გვიან დაძინება მის ხმაზე მოქმედებს და მეორე დღეს ცუდად მღერის, ამიტომ მისთვის აუცილებელია ადრე დაძინება. მან რამდენჯერმე სთხოვა გოგონებს, არ ეხმაურათ, მერე ხმამაღლაც გამოთქვა პრეტენზია, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. რექტორმა პირობა მისცა, რომ ამ პროებლემას მოაგვარებდა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1108 | დამატებულია: 03.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

მარგო ყველა პედაგოგის შენიშვნას და დავალებას პასუხისმგებლობით ეკიდება და პირნათლად ასრულებს. მას და ნათიას ქორეოგრაფმა თეა გობეჯიშვილმა ურჩია, ერთი სავარჯიშო შეესრულებინა: თავისუფალ დროს მათ უნდა ერბინათ და თან ელაპარაკათ.მარგომ, როგორც კი თავისუფალი დრო მოიხელთა, მთელი სახლი სიმღერით შემოირბინა. მას ნათიას აყოლიებაც უნდოდა, მაგრამ ნათიამ დაიზარა.როდესაც დაღამდა, შუქების ჩაქრობისთანავე მარგო დასაძინებლად დაწვა და ყველას სთხოვა, არ ეხმაურათ. გოგოებმა ამაზე პროტესტი გამოთქვეს, შენს გამო ჩვენც ადრე რატომ უნდა დავიძინოთო.მიუხედავად თხოვნისა, მარგომ მაინც ვერ დაიძინა, რადგან მის მშვიდ ძილს ამჯერად გოგონებმა კი არა, ბიჭებმა შეუშალეს ხელი. ისინი გოგოების ოთახში სიმღერით და ხმაურით შეიჭრნენ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1116 | დამატებულია: 02.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

საღამოს აკადემიის რექტორი გეგა ფალავანდიშვილი კიდევ ერთხელ ეწვია ვარსკვლავურ სახლს და ყველას საკლასო ოთახში შეკრება სთხოვა. იქ ჩვენს სტუდენტებს ტელევიზორი დახვდათ. გეგამ მათ კონცერტის ჩანაწერი ჩაურთო. სუნთქვაშეკრული სტუდენტები ტელევიზორს გარს შემოუსხდნენ და ინტერესით უყურებდნენ თავის გამოსვლას.ნიკა როყვა თავის ნომერს ცოტა ხანს თვალს ადევნებდა, მერე გულმა ვეღარ გაუძლო და საკლასო ოთახიდან გავიდა, ყურსაცმელები დაიმაგრა და მუსიკას უსმენდა. განსაკუთრებით ემოციურად თავის გამოსვლას მარგო ლუჩკო შეხვდა. მან ბევრი აკრიტიკა თავისი თავი და თავს ”უბანძესი ბანძი მარგო ლუჩკო” უწოდა. დაძაბული უყურებდა თავის ნომერს მეორე აუტსაიდერი გიორგი ერგემლიძე. ბოლოს აღნიშნა, რომ არც ისე ცუდად გამოსულა კონცერტზე. დანარჩენებმა უთხრეს, რომ ჟიურისგან შენიშვნები  სამართლიანად მიიღო. რამდენიმე სტუდენტი ნიკასთან მივიდა და ურჩია, საკუთარი თვ ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1164 | დამატებულია: 02.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

რადიო ”ფორტუნა” ყოველი კონცერტის ბოლოს თავის ფავორიტს აკადემიის ჟიურისგან დამოუკიდებლად აირჩევს. რჩეულს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდება.”ფორტუნა”  თავის რჩეულს დიპლომით დააჯილდოებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ის ამ სტუდენტის მიერ კონცერტზე შესრულებულ სიმღერას გააჰიტებს და მთელი კვირის განმავლობაში თავის ეთერში დაატრიალებს.კვირის კონცერტის მერე ”ფორტუნას” რჩეული ქეთი ორჯონიკიძე გახდა. ასე, რომ 4 Non Blondes-ის სიმღერას  What’s Up ამჯერად ქეთი ორჯონიკიძის შესრულებით ამ კვირაში რადიო ”ფორტუნას” ეთერში მოისმენთ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1161 | დამატებულია: 02.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(1)

« 1 2 3 4 5 »
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები