მთავარი » სიახლეების არქივი

მიუხედავად იმისა რომ ჩვენს სტუდენტებს ბევრი დრო აქვთ, ისინი ამ დროს გართობაში ფლანგავენ. რეპერტუარის გადანაწილების მეორე დღეს კონკურსანტებს მასწავლებლებთან შეხვედრა ჰქონდათ. არც ერთმა სიმღერის ტექსტი ზეპირად არ იცოდა.არც ერთ მათგანს ტექსტი წინა საღამოს არ უსწავლია მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ და სახლშიც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კონცერტისთვის კარგად მოემზადონ. ზოგიერთმა სიტვების დაზეპირება ვოკალის გაკვეთილის წინ დაიწყო. მასწავლებლებმა ისიც შეასხენეს, რომ პირველ კონცერტამდე ისინი ერთი თვე ემზადებოდნენ, ახლა კი მხოლოდ ერთი კვირა აქვთ. მანანა მორჩილაძემ მონაწილეებს უთხრა, რომ ისინი მხოლოდ ცნობადი სახეები არ უნდა გახდნენ, პროექტის მიზანი ეს არ არის. მთავარია ისინი კარგ მომღერლებად ჩამოყალიბდნენ. შენიშვნების მერე რეპეტიციებზ ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1081 | დამატებულია: 26.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

აკადემიის მოსწავლეებმა დილით პედაგოგების შესვლა ვერ გაიგეს. დღის გრაფიკი არც ერთს არ ახსოვდა. მასწავლებლებმა საკლასო ოთახში მუსიკა ხმამაღლა ჩართეს, მხოლოდ ამის მერე მიხვდნენ კონკურსანტები, რომ 11:30 მათ ვოკალის გაკვეთილი ეწყებოდათ და საკლასო ოთახში შევიდნენ, ყველა, ლევან დობაძიშვილის გარდა. ის ამ დროს მშვიდად შხაპს იღებდა და სარკესთან წესრიგდებოდა და საკლასო ოთახის კარი შუა მეცადინეობაში შეაღო.პედაგოგებმა სტუდენტებთან შეხვედრა შენიშვნებით დაიწყეს. მანანა მორჩილაძემ დაგვიანებასთან დაკავშირებით ყველა მკაცრად გააფრთხილა. უთხრა, რომ ეს აკადემიაა და აქაც ისევე უნდა იარონ, როგორც ჩვეულებრივ სასწავლებელში დადიან. 11:30 საათზე ყველა უკვე საკლასო ოთახში უნდა იყოს და მასწავლებლები არ უნდა ალოდინონ. ამის მერე პედაგოგები კონკურსანტებთან ერთად რეპეტიციაზე გადავიდნენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1150 | დამატებულია: 26.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

ჩვენი მონაწილეები ყოველ დილით 09:30 ცეკვის დარბაზში უნდა იყვნენ, სადაც მათ მწვრთნელი დახვდება და დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს გააკეთებინებს.დღევანდელი დილაც ვარჯიშით დაიწყო. ჩვენს კონკურსანტებს ადრე მოუხდათ ადგომა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოუძინებელი იყო. ისინი ნახევარი საათის განმავლობაში აერობიკულ ვარჯიშებს აკეთებდნენ და კუნთებს ახურებდნენ. მერე კი აუჩქარებლად შხაპი მიიღეს და ჩაიცვეს.თუმცა ვარჯიშებს ჩვენი მონაწილეები არ გამოუფხიზლებია, რადგან ვოკალის გაკვეთილზე ყველა ინერტული იყო, ნათია მიქაძეს ჩაეძინა კიდეც.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 2078 | დამატებულია: 26.03.2008 | რეიტინგი: 2.0/1 | კომენტარები(1)

საღამოს ჩვენს კონკურსანტებს გაკვეთილები არ ჰქონდათ ამიტომ თამაშები მოიგონეს. თუმცა ერთი უწყინარი თამაში ნიკა როყვას და მიშა სულუხიას დაპირისპირებით დასრულდა.მონაწილეები ჯერ ორ გუნდად გაიყვნენ და ”ომობანა” ითამაშეს. მერე გადაწყვიტეს ”ვარსკვლავების აკადემიის” ცოცხალი კონცერტის ინსცენირება გაეკეთებინათ და თან პროექტის გენერალური სპონსორისთვის რეკლამა გაეწიათ. იდეა ნიკა როყვას ეკუთვნოდა, წამყვანები კი მიშა სულუხია და ნათია მიქაძე იყვნენ. მიშა და ნიკა ”კონცერტის” და ”სპონსორის რეკლამის” თანმიმდევრობაზე ვერ შეთანხმდნენ. გაბრაზებულმა ნიკამ მიშას ეგოისტი უწოდა, შენს თავს მაქსიმალურად იყენებო. ნიკამ კონცერტის სცენარის გადალაგება მოინდომა, თუმცა დანარჩენებმა მიშას აუბეს მხარი, ჯერ ასე გავიაროთ რეპეტიცია და თუ არ მოგვეწონა მერე შევცვალოთო.მიშა ნიკას არ მოეშვა. რამდენჯერმე ყველას გასაგონად თქვა, რომ ნიკამ შეურაცხყოფა მიაყენა, და ეგოისტი უწოდა. ნიკამ თა ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1185 | დამატებულია: 25.03.2008 | რეიტინგი: 4.0/1 | კომენტარები(0)

პირველ დღეს აკადემიაში ინგლისურის მასწავლებელი მივიდა. დილით აკადემიის დირექტორმა გეგა ფალავანდიშვილმა ყველას ახალი სიმღერები დაურიგა. ამ სიმღერებს ისინი მომავალ კონცერტზე შეასრულებენ. რეპერტუარში ისევ ინგლისური ჰიტები შევიდა. პირველმა ინგლისურის პედაგოგს ლანა ლობილაძეს მარგომ მიაკითხა. მანამდე გოგონებთან დაიჩივლა რთული სიმღერა მაქვსო. როგორც ჩანს, პირველი წარუმატებლობის მერე მარგო უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ახალ დავალებას. მერე ლევან დობაძიშვილი სწავლობდა ტექსტს. მიშა სულუხია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ინგლისურ გამოთქმაში ვარჯიში, ფეხს ითრევდა. მაგრამ პედაგოგის დაჟინებით მაინც მოუწია ტექსტზე მუშაობა. ლანა ლობილაძემ მიშას ურჩია ერთი საათის განმავლობაში ნელა ემეორებინა ინგლისური ტექსტი იმისთვის, რომ ხარვეზები გამოესწორებინა, რადგან მიშა სულუხია მასწავლებლის თქმით ”ახალ ინგლისურ გამოთქმებს” იგონებდა. ლანა ლობილაძემ მერე&nbs ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1690 | დამატებულია: 25.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(6)

მარგო ლუჩკომ აკადემიის დირექტორის შენიშვნა ისე განიცადა, რომ მომავალი კონცერტისთვის სიმღერის მზადებას იმ წუთიდან შეუდგა, როგორც კი გეგა ფალავანდიშვილმა მას სიმღერის სიტყვები გადასცა. გოგოებთან კი დაიჩივლა, რომ რთული სიმღერა შეხვდა. მერე წყლის ბოთლი აიღო, მიკროფონივით დაიჭირა და სიმღერაში ვარჯიში დაიწყო. მარგო მთელი დღე ისეთი მოწყენილი იყო, რომ ნიკა როყვამ მას ”ადამიანი სევდა” უწოდა, თუმცა მარგომ ახალი მეტსახელი გააპროტესტა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1075 | დამატებულია: 25.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

კონცერტის მეორე დღეს ”ვარსკვლავების აკადემიის” დირექტორატმა თათბირი გამართა და 23 მარტის კონცერტის შედეგები შეაფასა.პედაგოგები აკადემიის დირექტორის გეგა ფალავანდიშვილის კაბინეტში შეიკრიბნენ. მათ ყველა მონაწილის გამოსვლა განიხილეს. აკადემიის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა მანანა მორჩილაძემ უმაღლესი შეფასება მარი ბოლქვაძის გამოსვლას მისცა და აღნიშნა, რომ ის ერთადერთი იყო, რომელმაც რეპეტიციების დროს პედაგოგების მიერ მიცემული ყველა რჩევა და შენიშვნა გაითვალისწინა. გიორგი ჯალაღანიას გამოსვლით ყველა უკმაყოფილო დარჩა. პედაგოგებმა ისიც თქვეს, რომ რეპეტიციებზე გაცილებით უკეთესად მღეროდა. მარგო ლუჩკოს სიმღერას მუსიკალურმა ხელმძღვანელმა წარუმატებელი უწოდა. ქორეოგრაფმა თეა გობეჯიშვილმა აღნიშნა, რომ რეპეტიციებზე მარგოც გაცილებით უკეთესად ცეკვავდა. გეგა ფალავანდიშვილმა მარგო ლუჩკოს წარუმატებლობა ... სრულად წაკითხვა>>

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1193 | დამატებულია: 25.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

კვირას გამართული პირველი კონცერტის ვიდეოჩანაწერი,უყურეთ აქვე
 
კატეგორია: მულტიმედია | ნანახია: 1240 | დამატებულია: 25.03.2008 | რეიტინგი: 4.5/2 | კომენტარები(1)

გადაწერეთ მარგო ლუჩკოს ვიზიტი ვანო ჯავახიშვილის შოუში

http://allshares.ge/download.php?id=2C8843119

კატეგორია: მულტიმედია | ნანახია: 1947 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(1)

ვახშმის მერე ვარსკვლავური სახლის ბინადარნი ერთმანეთს კონცერტის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. კონცერტზე გამოსვლა წითელ ხალიჩაზე გამოსვლას შეადარეს. განსაკუთრებით ფანების აქტიურობა აღნიშნეს. მერე მიშა სულუხიამ Cheese-ის ძახილით ყველას ერთად სურათები გადაუღო
დაძაბული დღის შემდეგ ყველა დაიღალა, მაგრამ დაძინება არც ერთს არ უნდოდა. ისინი გვიანობამდე სამზარეულოში ისხდნენ და საუბრობდნენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1090 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

« 1 2 3 4 5 »
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები