ჩვენი სტუდენტები დახურულ სივრცეში დაძაბული გრაფიკით ცხოვრობენ, მაგრამ კვირაში ერთხელ მათ ბუნებაში დასვენების შესაძლებლობა ეძლევათ. ისინი რამდენიმე საათს ბუნების წიაღში ატარებენ, სიჩუმეში ისვენებენ, სეირნობენ და ერთმანეთთან საუბრობენ. დასვენება მათ ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.დასვენების შემდეგ ისინი ისევ რეპეტიციებს, და დაძაბული დღის რეჟიმს უბრუნდებიან.
მარგო ბედნიერია, რომ მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტში დარჩა.მასაც, ისევე როგორც გიო ჯალაღანიას, ბარგი დილიდანვე ჰქონდა გამზადებული, თუმცა კონცერტის მერე სიხარულით ამოალაგა თავისი ნივთები ჩემოდნიდან. მას მარიკო ებრალიძე და მარი ბოლქვაძე ეხმარებოდნენ. მარგომ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ბედნიერია, მერე სიხარულით კივილიც დაიწყო. მოგვიანებით მარგო ჟიურის ფავორიტ მარიკო ებრალიძესთან მივიდა და უთხრა, რომ ძალიან უნდა, მისნაირი მომღერალი დადგეს და რომ ამიერიდან, მუშაობით თავს მოიკლავს.
რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა მეოთხე კონცერტი,სადაც მარგო ლუჩკომ მაყურებელთა ხმების 58 პროცენტი მიიღო და ვარსკვლავების აკადემიაში დარჩა.ჩვენ ვულოცავთ მარგოს და წარმატებებს ვუსურვებთ
თავისუფალ დროს აუტსაიდერები მეგობრებთან ლაპარაკში ატარებენ.მარგო ლუჩკოს მარი ბოლქვაძე მიუჯდა და ამშვიდებდა. მარგომ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პროექტიდან წასვლა არ უნდა. ისიც კი თქვა, თუ გავვარდი, არ გამიშვათ, სადმე ჩამკეტეთ, სახლს დაგილაგებთო.გიორგი ჯალაღანია მოსაწევ ოთახში ნინო ღავთაძეს და ბექა ბროლაძეს თავისი სიმღერის სიტყვებს უხსნიდა. გაირკვა, რომ სიმღერა ახალი ცხოვრების დაწყებაზეა, ამიტომ გიომ ხალხს მიმართა, ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მომეცითო.ორივეს პროექტში დარჩენა უნდა, მათი ბედი ახლა მაყურებლის ხელშია
მარგო ლუჩკოსთან დღეს მისი მეუღლე მოვიდა. საყვარელი ადამიანის ნახვამ მარგოს აუტსაიდერობა დაავიწყა.მარგო თავის ქმარს ერთი საათის განმავლობაში რექტორის კაბინეტში ელაპარაკებოდა. ქმარმა ურჩია არ ენერვიულა, ყველაზე მეტად ამ პროექტში შენ გაქვს გათავისებული, რისთვის ხარ აქ მოსულიო. მარგომ აღნიშნა, რომ პროექტიდან წასვლა არ უნდა, რადგან აქ კარგად გრძნობს თავს. საუბრის ბოლოს ქმარს ხუმრობით საკუთარი ნომერი შეახსენა და ჰკითხა, ხომ დამიმესიჯებო.მარგო ქმრის ნახვის მერე კარგ ხასიათზე დადგა და რეპეტიციებს უფრო ენერგიულად შეუდგა.
მარგო ლუჩკო ძალიან განიცდის იმას, რომ აუტსაიდერი გახდა, ამიტომ მანანა მორჩილაძემ მას ქმართან დარეკვის უფლება მისცა. უფრო მეტიც, ისიც უთხრა, რომ ხვალ მისი ნახვაც შეუძლია. მარგო ბედნიერებისგან რექტორის კაბინეტში ატირდა.მოგვიანებით, მარგომ ქმართან დარეკა. მან მარგოს რჩევები მისცა, რომ არ ენერვიულა და პროექტიდან გავარდნის არ შეშინებოდა. მარგო ქმართან ზარის შემდეგ დამშვიდდა და კარგ ხასიათზე დადგა.
როგორც იცით 6 აპრილის კონცერტზე მარგო გახდა ერთ-ერთი აუტსაიდერი,ყველა მის ფანს მოგიწოდებთ დარეკეთ ან დაუმესიჯეთ მარგოს ნომერზე 2008-11,ან გადარიცხეთ ნებისმიერი რაოდენობის თანხა eMoney-ს ანგარიშის ნომერზე 360056527
კონცერტიდან სახლში დაბრუნებული მარგო ლუჩკო ატირდა. მას ყველა გარს შემოეხვია და ამშვიდებდა. მარგო სლუკუნით ამბობდა, ძნელია, როდესაც ამდენს შრომობ და სცენაზე არაფერი არ გამოდისო. მოგვიანებით ანის უთხრა, რომ მისგან ვარსკვლავს ყველაზე ნაკლებად ელოდა. ანი ატირებულ აუტსაიდერს გვერდიდან არ მოშორებია.მარგო თავისი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზს ვერ ხვდება. მან არ იცის, რა მოსდის კონცერტზე მაშინ, როცა რეპეტიციაზე ყველაფერი კარგად გამოსდის. ქეთი ორჯონიკიძემ მას მტკიცე პირობა მისცა, რომ პირადად იზრუნებს იმაზე, რომ მარგო მომავალ კონცერტზე ძალიან მაგრად იმღეროს. ქეთი და ანი დარწმუნებულები არიან, რომ პროექტში მარგო დარჩება. ატირებული აუტსაიდერი ამბობდა, არ მინდა ამ პროექტიდან წასვლა, აქ ძალიან კარგიაო.... სრულად წაკითხვა>>
გეგა ფალავანდიშვილმა მარგო ლუჩკო თავის კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა, აწუხებდა, თუ არა მას ღამე გოგონების ჭორაობა.მარგო გამოტყდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გართობა თავადაც უყვარს, ღამე გვიან დაძინება მის ხმაზე მოქმედებს და მეორე დღეს ცუდად მღერის, ამიტომ მისთვის აუცილებელია ადრე დაძინება. მან რამდენჯერმე სთხოვა გოგონებს, არ ეხმაურათ, მერე ხმამაღლაც გამოთქვა პრეტენზია, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. რექტორმა პირობა მისცა, რომ ამ პროებლემას მოაგვარებდა.