მთავარი » 2008»მარტი»27 » მომავალ ვარსკვლავებს პროექტიდან გავარდნის შიში შეეპარათ
16:38
მომავალ ვარსკვლავებს პროექტიდან გავარდნის შიში შეეპარათ
ახლოვდება კვირის კონცერტი, როდესაც გაგდების კანდიდატები პირველად უნდა დასახელდნენ. ჩვენს კონკურსანტებს ნერვიულობა დაეტყოთ.ნერვიულობაზე ლაპარაკი პირველად დიტო ლაგვილავამ წამოიწყო. მან აღნიშნა, რომ კონცერტზე გამუდმებით ფიქრობდა, რადგან აქ წყდებოდა მათი დარჩენა-არ დარჩენის საკითხი. შემდეგ გიორგისთან დაიჩივლა ხმას ძალას ვერ ვატანო. გიორგიმაც განაცხადა ხმა ”მიჯდებაო”. ცალკე გოგონები არკვევდნენ, ვის უფრო რთული ტექსტი ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ამ მხრივ ქეთი ორჯონიკიძე და მარგო ლუჩკო იყვნენ. ნინო ღავთაძე იმაზე ნერვიულობდა, რომ თავის იტალიურ სიმღერას იმპროვიზაცია ვერ მოუგონა. ტექსტის შინაარსიც კარგად არ ესმოდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ სატირალი ტექსტი ჰქონდა და კაცეს უმღეროდა.ერთმანეთს სიგარეტის მოსაწევ ოთახში გადაუშალეს გული. ყველაზე გულახდილი ნათია მიქაძე იყო. მან განაცხადა, ოღონდ მე არადა და სხვა ვინც უნდა ის დაასახელონო. ბოლოს ყველა მას დაეთანხმა.