ჩვენი პროექტის თოთხმეტივე მონაწილე მოუთმენლად ელის 23 მარტის დადგომას, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერით გავა “ვარსკვლავების აკადემიის” პირველი კონცერტი. რეპერტუარი უკვე შერჩეულია. აკადემიის მომავალი “სტუდენტები” თავდაუზოგავად ემზადებიან პირველი სერიოზული გამოცდისთვის. ისინი უკვე გადიან რეპეტიციებს აკადემიის პედაგოგებთან, ხვეწენ საშემსრულებლო მანერას, სწავლობენ ცეკვას და სცენაზე თავისუფლად მოძრაობას იმისთვის, რომ პირველივე დღიდან დაიმსახურონ მაყურებლისა და აკადემიის ჟიურის სიმპატია, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ჩვენი მონაწილეების მომავალი.
P.S. ამ კონცერტის ნახვა ჩვენს საიტზე შეგეძლებათ პირდაპირ ეთერში