ამ კვირის აუტსაიდერებს მარგო ლუჩკოს და ნინო ღავთაძეს სახლში დარეკვის უფლება მისცეს. ნინო გუშინ ესაუბრა დედას, რომელმაც ურჩია, არ ენერვიულა.დღეს კი მარგო ლუჩკომ სცადა, ჯერ მეუღლესთან დარეკვა, მაგრამ ხაზი დაკავებული იყო, ამიტომ ბევრი მცდელობის შემდეგ, დედასთან დარეკა. მისი ხმის გაგონებაზე მარგომ ტირილი დაიწყო, მერე დაწვრილებით გამოჰკითხა, რას ფიქრობს ხალხი აკადემიის სტუდენტებზე. დედამ მარგოს შენიშვნაც მისცა და უთხრა, რომ ნიკას ასე არ უნდა მოქცეოდა და მისი შოკოლადი უნდა აეღო.მარგო სტუდენტებსაც მოუყვა, რაც დედამისისგან გაიგო. ლევანს უთხრა, შენზე მთელი საქართველოს გოგოები გიჟდებიანო. მიშაზე კი აღნიშნა, ბოლო კონცერტზე ისე კარგად გამოხვედი, დედაჩემის ფავორიტი გახდიო. ბოლოს დაამატა, გარეთ ყველა გვიცნობს და ყველას ვუყვარვართო.