მარგო ყველა პედაგოგის შენიშვნას და დავალებას პასუხისმგებლობით ეკიდება და პირნათლად ასრულებს. მას და ნათიას ქორეოგრაფმა თეა გობეჯიშვილმა ურჩია, ერთი სავარჯიშო შეესრულებინა: თავისუფალ დროს მათ უნდა ერბინათ და თან ელაპარაკათ.მარგომ, როგორც კი თავისუფალი დრო მოიხელთა, მთელი სახლი სიმღერით შემოირბინა. მას ნათიას აყოლიებაც უნდოდა, მაგრამ ნათიამ დაიზარა.როდესაც დაღამდა, შუქების ჩაქრობისთანავე მარგო დასაძინებლად დაწვა და ყველას სთხოვა, არ ეხმაურათ. გოგოებმა ამაზე პროტესტი გამოთქვეს, შენს გამო ჩვენც ადრე რატომ უნდა დავიძინოთო.მიუხედავად თხოვნისა, მარგომ მაინც ვერ დაიძინა, რადგან მის მშვიდ ძილს ამჯერად გოგონებმა კი არა, ბიჭებმა შეუშალეს ხელი. ისინი გოგოების ოთახში სიმღერით და ხმაურით შეიჭრნენ.
საღამოს აკადემიის რექტორი გეგა ფალავანდიშვილი კიდევ ერთხელ ეწვია ვარსკვლავურ სახლს და ყველას საკლასო ოთახში შეკრება სთხოვა. იქ ჩვენს სტუდენტებს ტელევიზორი დახვდათ. გეგამ მათ კონცერტის ჩანაწერი ჩაურთო. სუნთქვაშეკრული სტუდენტები ტელევიზორს გარს შემოუსხდნენ და ინტერესით უყურებდნენ თავის გამოსვლას.ნიკა როყვა თავის ნომერს ცოტა ხანს თვალს ადევნებდა, მერე გულმა ვეღარ გაუძლო და საკლასო ოთახიდან გავიდა, ყურსაცმელები დაიმაგრა და მუსიკას უსმენდა. განსაკუთრებით ემოციურად თავის გამოსვლას მარგო ლუჩკო შეხვდა. მან ბევრი აკრიტიკა თავისი თავი და თავს ”უბანძესი ბანძი მარგო ლუჩკო” უწოდა. დაძაბული უყურებდა თავის ნომერს მეორე აუტსაიდერი გიორგი ერგემლიძე. ბოლოს აღნიშნა, რომ არც ისე ცუდად გამოსულა კონცერტზე. დანარჩენებმა უთხრეს, რომ ჟიურისგან შენიშვნები სამართლიანად მიიღო. რამდენიმე სტუდენტი ნიკასთან მივიდა და ურჩია, საკუთარი თვ
... სრულად წაკითხვა>>
რადიო ”ფორტუნა” ყოველი კონცერტის ბოლოს თავის ფავორიტს აკადემიის ჟიურისგან დამოუკიდებლად აირჩევს. რჩეულს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდება.”ფორტუნა” თავის რჩეულს დიპლომით დააჯილდოებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ის ამ სტუდენტის მიერ კონცერტზე შესრულებულ სიმღერას გააჰიტებს და მთელი კვირის განმავლობაში თავის ეთერში დაატრიალებს.კვირის კონცერტის მერე ”ფორტუნას” რჩეული ქეთი ორჯონიკიძე გახდა. ასე, რომ 4 Non Blondes-ის სიმღერას What’s Up ამჯერად ქეთი ორჯონიკიძის შესრულებით ამ კვირაში რადიო ”ფორტუნას” ეთერში მოისმენთ.