მარგო ლუჩკო სტუდენტებმა სახლიდან გააცილეს.კონცერტიდან სახლში ის დანარჩენებზე ადრე დაბრუნდა და მოუთმენლად ელოდა მეგობრების გამოჩენას. იქამდე, კი თავის თავს ელაპარაკებოდა. მალე დანარჩენებიც მოვიდნენ, მას პირველი მისი უახლოესი აკადემიელი მეგობარი დიტო ლაგვილავა მოეხვია და უთხრა, რომ მის გარეშე ძალიან მოიწყენს. მარგო ნინოსაც დაემშვიდობა, მას წარმატებები უსურვა და სთხოვა, გოგოებს არ აწყენინო და კარგად მოექეციო. სხვა გავარდნილი კონკურსანტებისგან განსხვავებით, მარგოს არ უტირია. ის კარებამდე მიაცილეს, ანიმ ფანის მიერ ნაჩუქარი ყვავილები გადასცა, დიტომ ჩემოდანი კარებამდე მიუტანა. კართან სტუდენტებმა მარგოს მისი ბოლო საკონცერტო სიმღერა უმღერეს.
27 აპრილის კონცერტზე კიდევ ორი აუტსაიდერის, მარგო ლუჩკოს და ნინო ღავთაძის ბედი გადაწყდა. ერთი კვირის განმავლობაში 17 148 ზარი და ესემესი შემოვიდა. ხმების 62 % ნინო ღავთაძემ მიიღო. მარგო ლუჩკო პროექტს გამოეთიშა. მან დამშვიდობებისას მადლობა გადაუხადა აკადემიის პედაგოგებს, წამყვანებს და პროექტის პროდიუსერს, ბოლოს დაამატა, მე არსად არ მივდივარო.ამგვარად, პროექტში სქესთან ბალანსი აღდგა. დღეიდან აკადემიაში სწავლას 5 გოგო და 5 ბიჭი განაგრძობს.