მარგომ პროექტში შოკოლადი წამოიღო, რადგან ტკბილეულის ეს სახეობა ძალიან უყვარს. ნიკამ ეს კარგად იცოდა და პირის ჩატკბარუნება გადაწყვიტა.იგი ჯერ დარწმუნდა, რომ მარგო ოთახში არ იყო და მის ნივთებში შოკოლადის ძებნა დაიწყო, მალე ორ ფილა შოკოლადს მიაგნო, მაგრამ ამ დროს მას თავზე მარგო წაადგა. ნიკამ აღიარა, ამ შოკოლადს ორი დღეა ვეძებო. მარგოს ჯერ არ უნდოდა ტკბილეულის დათმობა და ნიკას ბალიში ურტყა, ღირსი არ ხარო, მაგრამ მერე იძულებული გახდა, საყვარელი შოკოლადი დაეთმო.