კონცერტის მერე სტუდენტები სახლში მიდიან. ისინი პირველ ემოციებს ერთმანეთს ავტობუსში უზიარებენ.ამჯერადაც, სტუდენტებმა აჟიტირებული ფანების ჯგუფი გაარღვიეს და ავტობუსში ავიდნენ. აუტსაიდერები, მარგო და ნინო ერთად დასხდნენ. მარგო მხიარულ გუნებაზე იყო და სიმღერით ამბობდა, რომ აუტსაიდერობა კარგი იმით არ არის, რომ ახალ სიმღერას ვერ იმღერებს, მას კი სიახლე და წინსვლა უნდა. მარგოსგან განსხვავებით, ნინო ნაღვლიანი იყო. ნიკა როყვას უხაროდა, მაყურებელმა რომ ორჯერ გადაარჩინა.ერთად ისხდნენ გადარჩენილი აუტსაიდერები, ბექა და ნათია. ბექამ განაცხადა, რომ აუტსაიდერობამ ბრძოლის ჟინზე მოიყვანა და ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს. ნათია მოწყენილი იყო და ამბობდა, რომ თავს ვერ პატიობს, რომ კონცერტზე ცუდად გამოვიდა და ისიც დაამატა, რომ აუტსაიდერობა სჭირდებოდა იმისთვის, რომ აზრზე მოსულიყო.ქეთი ორჯონიკიძემ ავტობუსში იტირა, რადგან ფანებს შორის დედამისს მოჰკრა თვალი.