მთავარი » 2008 » მარტი » 26 » აკადემიის დირექტორის დაუგეგმავი ვიზიტი
18:32
აკადემიის დირექტორის დაუგეგმავი ვიზიტი

საღამოს აკადემიას მოულოდნელად გეგა ფალავანდიშვილი ეწვია. ის მთელი დღე ადევნებდა თვალს აკადემიის სტუდენტებს და მათი საქციელით უკმაყოფილო დარჩა.გეგამ ყველა საცეკვაო დარბაზში დაიბარა. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზეზი სტუდენტების უსაქმურობა და ძვირფასი დროის ფლანგვა იყო. მისი კრიტიკა მხოლოდ მარგო ლუჩკოს არ ეხებოდა.პირველად გეგა ფალავანდიშვილმა მათ დაგვიანებას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ თუ მეცადინეობებზე დროზე არ მივიდოდნენ, ის მასწავლებლებს კარის ჩაკეტვას სთხოვდა და გაკვეთილებზე აღარ დაუშვებდა. ურჩია მასწავლებლების კეთილგანწყობით არ ესარგებლათ და საქმეს პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ, ბევრი ემუშავათ და რეპეტიციები გაევლოთ, რადგან კონცერტამდე სულ რაღაც ოთხი დღე დარჩა, ამიტომ უნდა იაქტიურონ, ცეკვის გაკვეთილზე უნდა იცეკვონ, ვოკალის გაკვეთილზე იმღერონ, და არა ეძინოთ.დირექტორმა ურჩია, პირველი წარმატება თავში არ ავარდნოდათ, რადგან ვარსკვლავობამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ. მათ ჯერ არ იციან, რას ნიშნავს კონკურსანტის გაგდება. მომავალ კონცერტზე ჩვენი უდარდელი სტუდენტები მიხვდებიან, რა მწარეა პროექტიდან წასვლა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1117 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 tato   (27.03.2008 00:25)
margoooo nu cancareb raaaaaaaaaaa!!!!!!!!1

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები