მთავარი » ახალი ამბები

მარგო ლუჩკო სტუდენტებმა სახლიდან გააცილეს.კონცერტიდან სახლში ის დანარჩენებზე ადრე დაბრუნდა და მოუთმენლად ელოდა მეგობრების გამოჩენას. იქამდე, კი თავის თავს ელაპარაკებოდა. მალე დანარჩენებიც მოვიდნენ, მას პირველი მისი უახლოესი აკადემიელი მეგობარი დიტო ლაგვილავა მოეხვია და უთხრა, რომ მის გარეშე ძალიან მოიწყენს. მარგო ნინოსაც დაემშვიდობა, მას წარმატებები უსურვა და სთხოვა, გოგოებს არ აწყენინო და კარგად მოექეციო. სხვა გავარდნილი კონკურსანტებისგან განსხვავებით, მარგოს არ უტირია. ის კარებამდე მიაცილეს, ანიმ ფანის მიერ ნაჩუქარი ყვავილები გადასცა, დიტომ ჩემოდანი კარებამდე მიუტანა. კართან სტუდენტებმა მარგოს მისი ბოლო საკონცერტო სიმღერა უმღერეს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1884 | დამატებულია: 28.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(1)

27 აპრილის კონცერტზე კიდევ ორი აუტსაიდერის, მარგო ლუჩკოს და ნინო ღავთაძის ბედი გადაწყდა. ერთი კვირის განმავლობაში 17 148 ზარი და ესემესი შემოვიდა. ხმების 62 % ნინო ღავთაძემ მიიღო. მარგო ლუჩკო პროექტს გამოეთიშა. მან დამშვიდობებისას მადლობა გადაუხადა აკადემიის პედაგოგებს, წამყვანებს და პროექტის პროდიუსერს, ბოლოს დაამატა, მე არსად არ მივდივარო.ამგვარად, პროექტში სქესთან ბალანსი აღდგა. დღეიდან აკადემიაში სწავლას 5 გოგო და 5 ბიჭი განაგრძობს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1658 | დამატებულია: 28.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

ამ კვირის აუტსაიდერებს მარგო ლუჩკოს და ნინო ღავთაძეს სახლში დარეკვის უფლება მისცეს. ნინო გუშინ ესაუბრა დედას, რომელმაც ურჩია, არ ენერვიულა.დღეს კი მარგო ლუჩკომ სცადა, ჯერ მეუღლესთან დარეკვა, მაგრამ ხაზი დაკავებული იყო, ამიტომ ბევრი მცდელობის შემდეგ, დედასთან დარეკა.  მისი ხმის გაგონებაზე მარგომ ტირილი დაიწყო, მერე დაწვრილებით გამოჰკითხა, რას ფიქრობს ხალხი აკადემიის სტუდენტებზე. დედამ მარგოს შენიშვნაც მისცა და უთხრა, რომ ნიკას ასე არ უნდა მოქცეოდა და მისი შოკოლადი უნდა აეღო.მარგო სტუდენტებსაც მოუყვა, რაც დედამისისგან გაიგო. ლევანს უთხრა, შენზე მთელი საქართველოს გოგოები გიჟდებიანო. მიშაზე კი აღნიშნა, ბოლო კონცერტზე ისე კარგად გამოხვედი, დედაჩემის ფავორიტი გახდიო. ბოლოს დაამატა, გარეთ ყველა გვიცნობს და ყველას ვუყვარვართო.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1584 | დამატებულია: 26.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(2)

მსუნაგმა ნიკამ მარგოს გუშინ ღამე ორი ფილა შოკოლადი მოპარა, მაგრამ ამაზე არ შეჩერებულა, მან იცოდა, რომ მარგოს უჯრაში ერთი ტვიქსი ედო და მის ნივთებში ძრომიალი დაიწყო. მარგოს ეს არ მოეწონა და ნიკას შენიშვნა მისცა. შენიშვნით გაღიზიანებულმა ნიკამ ტვიქსი აღარ შეჭამა და მარგოს დაუბრუნა. თუმცა მარგო თავად შოკოლადის დაკარგვაზე არ გაბრაზებულა. ის მის პირად ნივთებში ნიკას ძრომიალმა გააღიზიანა, ნიკას უფლება არ ჰქონდა მარგოს პირად უჯრაში ჩამძვრალიყო. ნიკას არ ეგონა, ერთი ტვიქსის აღებას ასეთი სერიოზული კამათი თუ მოჰყვებოდა. მან თქვა, რომ უჯრა ხუმრობის დონეზე გახსნა და თვლის, რომ ამით კატასტროფული არაფერი გაუკეთებია. მარგოს აზრით კი ნიკას საქციელი კაცის საქციელს არ შეეფერება და ნიკას შეფასება მის თვალში ძალიან დაეცა.მოგვიანებით, ოჯახის წევრებმა ნიკას საჩუქრები შემოუგზავნეს. პარკში შოკოლადის ფილებიც აღმოჩნდა. ნიკამ გადაწყვიტა, ... სრულად წაკითხვა>>

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1660 | დამატებულია: 24.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(1)

მარგომ პროექტში შოკოლადი წამოიღო, რადგან ტკბილეულის ეს სახეობა ძალიან უყვარს. ნიკამ ეს კარგად იცოდა და პირის ჩატკბარუნება გადაწყვიტა.იგი ჯერ დარწმუნდა, რომ მარგო ოთახში არ იყო და მის ნივთებში შოკოლადის ძებნა დაიწყო, მალე ორ ფილა შოკოლადს მიაგნო, მაგრამ ამ დროს მას თავზე მარგო წაადგა. ნიკამ აღიარა, ამ შოკოლადს ორი დღეა ვეძებო. მარგოს ჯერ არ უნდოდა ტკბილეულის დათმობა და ნიკას ბალიში ურტყა, ღირსი არ ხარო, მაგრამ მერე იძულებული გახდა, საყვარელი შოკოლადი დაეთმო.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1559 | დამატებულია: 23.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

სტუდენტებისთვის ტრადიციად იქცა კონცერტის ჩანაწერის ნახვა და საკუთარი ნომრის შეფასება. გამონაკლისი არც ეს კვირა იყო. ისინი ერთმანეთის გამოსვლაზე კომენტარებს აკეთებდნენ. კომენტარები ძირითადად დადებითი იყო, თუ არ ჩავთვლით ნინოს ირონიულ შენიშვნებს ნათიას და მარგოს ნომრებზე.მან ჯერ ნათია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლის დროს, დარბაზში მაყურებელი წყნარად იყო, ნათიამ თავი დაიცვა, მთელი დარბაზი მღეროდაო. ნინომ ისიც დაამატა, ნათია ბავშვურია, მისი სიმღერა კი დიდებისაა, ნათია მას ბავშვურად მღერისო. ნათია ძალიან ააღელვა ნინოს ”წაკბენამ”. ნინო მარგოს გამოსვლასაც აგრესიულად შეხვდა. მართალია მას კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ სარკასტული სიცილი დააყოლა ზაზა შენგელიას სიტყვებს: მარგოს გამოსვლაში აშკარა პროგრესიაო.ამგვარი დამოკიდებულების გამო ყველა გოგო ნინოსთან დისტანციას იცავს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1575 | დამატებულია: 22.04.2008 | რეიტინგი: 2.5/2 | კომენტარები(8)

კონცერტის მერე სტუდენტები სახლში მიდიან. ისინი პირველ ემოციებს ერთმანეთს ავტობუსში უზიარებენ.ამჯერადაც, სტუდენტებმა აჟიტირებული ფანების ჯგუფი გაარღვიეს და ავტობუსში ავიდნენ. აუტსაიდერები, მარგო და ნინო ერთად დასხდნენ. მარგო მხიარულ გუნებაზე იყო და სიმღერით ამბობდა, რომ აუტსაიდერობა კარგი იმით არ არის, რომ ახალ სიმღერას ვერ იმღერებს, მას კი სიახლე და წინსვლა უნდა. მარგოსგან განსხვავებით, ნინო ნაღვლიანი იყო. ნიკა როყვას უხაროდა, მაყურებელმა რომ ორჯერ გადაარჩინა.ერთად ისხდნენ გადარჩენილი აუტსაიდერები, ბექა და ნათია. ბექამ განაცხადა, რომ აუტსაიდერობამ ბრძოლის ჟინზე მოიყვანა და ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს. ნათია მოწყენილი იყო და ამბობდა, რომ თავს ვერ პატიობს, რომ კონცერტზე ცუდად გამოვიდა და ისიც დაამატა, რომ აუტსაიდერობა სჭირდებოდა იმისთვის, რომ აზრზე მოსულიყო.ქეთი ორჯონიკიძემ ავტობუსში იტირა, რადგან ფანებს შორის დე ... სრულად წაკითხვა>>

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1623 | დამატებულია: 21.04.2008 | რეიტინგი: 2.0/1 | კომენტარები(0)

20 აპრილის კონცერტზე ჟიურის თავმჯდომარემ ზაზა შემგელიამ მორიგ აუტსაიდერთა სახელები გამოაცხადა. ჟიურის გადაწყვეტილებით, დარჩენილი სტუდენტებიდან ყველაზე ცუდად ნინო ღავთაძემ, მარგო ლუჩკომ, ბექა ბროლაძემ და ნათია მიქაძემ იმღერეს. ოთხივე აუტსაიდერი მაყურებლის წინ წარსდგა და სტუდენტების და რექტორატის განაჩენს ელოდა.სტუდენტების ვარსკვლავები თანაბრად გადანაწილდა მარგოს, ბექას და ნათიას შორის. სამივემ ორ-ორი ვარსკვლავი მიიღო. არც ერთი ვარსკვლავი არ ერგო ნინო ღავთაძეს. სამაგიეროდ, პროექტში დარჩენილის ბედი მან გადაწყვიტა. მან თავისი ვარსკვლავი ერთადერთ აუტსაიდერ ბიჭს, ბექა ბროლაძეს მისცა.შემდეგ სცენაზე რექტორი გამოვიდა და მაყურებელს პედაგოგების გადაწყვეტილება გააცნო. პროექტში მათ ნათია დატოვეს.ასე, რომ ამ კვირის ბოლოს აკადემიაში სქესთა ბალანსი აღდგება, რადგან აუტსაიდერთა რიგებში ორი გოგონა მოხვდა და ორივე ქერა.მაგთის და ბალის აბონენტებო, თუ თქვენ ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1684 | დამატებულია: 21.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

ჩვენი სტუდენტები დახურულ სივრცეში დაძაბული გრაფიკით ცხოვრობენ, მაგრამ კვირაში ერთხელ მათ ბუნებაში დასვენების შესაძლებლობა ეძლევათ. ისინი რამდენიმე საათს ბუნების წიაღში ატარებენ, სიჩუმეში ისვენებენ, სეირნობენ და ერთმანეთთან საუბრობენ. დასვენება მათ ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.დასვენების შემდეგ ისინი ისევ რეპეტიციებს, და დაძაბული დღის რეჟიმს უბრუნდებიან.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1207 | დამატებულია: 20.04.2008 | რეიტინგი: 1.0/1 | კომენტარები(0)

მარგო ბედნიერია, რომ მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტში დარჩა.მასაც, ისევე როგორც გიო ჯალაღანიას, ბარგი დილიდანვე ჰქონდა გამზადებული, თუმცა კონცერტის მერე სიხარულით ამოალაგა თავისი ნივთები ჩემოდნიდან. მას მარიკო ებრალიძე და მარი ბოლქვაძე ეხმარებოდნენ. მარგომ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ბედნიერია, მერე სიხარულით კივილიც დაიწყო. მოგვიანებით მარგო ჟიურის ფავორიტ მარიკო ებრალიძესთან მივიდა და უთხრა, რომ ძალიან უნდა, მისნაირი მომღერალი დადგეს და რომ ამიერიდან, მუშაობით თავს მოიკლავს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1253 | დამატებულია: 14.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(1)

1 2 3 4 5 »
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები