მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » ორი ქერათმიანი აუტსაიდერი
21:41
ორი ქერათმიანი აუტსაიდერი

20 აპრილის კონცერტზე ჟიურის თავმჯდომარემ ზაზა შემგელიამ მორიგ აუტსაიდერთა სახელები გამოაცხადა. ჟიურის გადაწყვეტილებით, დარჩენილი სტუდენტებიდან ყველაზე ცუდად ნინო ღავთაძემ, მარგო ლუჩკომ, ბექა ბროლაძემ და ნათია მიქაძემ იმღერეს. ოთხივე აუტსაიდერი მაყურებლის წინ წარსდგა და სტუდენტების და რექტორატის განაჩენს ელოდა.სტუდენტების ვარსკვლავები თანაბრად გადანაწილდა მარგოს, ბექას და ნათიას შორის. სამივემ ორ-ორი ვარსკვლავი მიიღო. არც ერთი ვარსკვლავი არ ერგო ნინო ღავთაძეს. სამაგიეროდ, პროექტში დარჩენილის ბედი მან გადაწყვიტა. მან თავისი ვარსკვლავი ერთადერთ აუტსაიდერ ბიჭს, ბექა ბროლაძეს მისცა.შემდეგ სცენაზე რექტორი გამოვიდა და მაყურებელს პედაგოგების გადაწყვეტილება გააცნო. პროექტში მათ ნათია დატოვეს.ასე, რომ ამ კვირის ბოლოს აკადემიაში სქესთა ბალანსი აღდგება, რადგან აუტსაიდერთა რიგებში ორი გოგონა მოხვდა და ორივე ქერა.მაგთის და ბალის აბონენტებო, თუ თქვენი რჩეულია მარგო ლუჩკო, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ მას ნომერზე 200811, ხოლო თუ თქვენი რჩეულია ნინო ღავთაძე, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ მას ნომერზე 200822.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1121 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები