მთავარი » 2008 » მარტი » 26 » სტუდენტების უსაქმურობამ პედაგოგების უკმაყოფილება გამოიწვია
15:38
სტუდენტების უსაქმურობამ პედაგოგების უკმაყოფილება გამოიწვია

მიუხედავად იმისა რომ ჩვენს სტუდენტებს ბევრი დრო აქვთ, ისინი ამ დროს გართობაში ფლანგავენ. რეპერტუარის გადანაწილების მეორე დღეს კონკურსანტებს მასწავლებლებთან შეხვედრა ჰქონდათ. არც ერთმა სიმღერის ტექსტი ზეპირად არ იცოდა.არც ერთ მათგანს ტექსტი წინა საღამოს არ უსწავლია მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ და სახლშიც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კონცერტისთვის კარგად მოემზადონ. ზოგიერთმა სიტვების დაზეპირება ვოკალის გაკვეთილის წინ დაიწყო. მასწავლებლებმა ისიც შეასხენეს, რომ პირველ კონცერტამდე ისინი ერთი თვე ემზადებოდნენ, ახლა კი მხოლოდ ერთი კვირა აქვთ. მანანა მორჩილაძემ მონაწილეებს უთხრა, რომ ისინი მხოლოდ ცნობადი სახეები არ უნდა გახდნენ, პროექტის მიზანი ეს არ არის. მთავარია ისინი კარგ მომღერლებად ჩამოყალიბდნენ. შენიშვნების მერე რეპეტიციებზე გადავიდნენ. კონკურსანტები ერთმანეთის მონაცვლეობით მღეროდნენ და პედაგოგების შენიშვნებს ისმენდნენ. ყველა ”შპარგალკის” დახმარებით მღეროდა, დიტო ლაგვილავას გარდა. მან სიმღერის ტექსტი ზეპირად იცოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სიმღერა ცნობილი რუსული ჰიტია.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 629 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები