მთავარი » 2008 » მარტი » 25 » პედაგოგების პირველი შენიშვნები
19:14
პედაგოგების პირველი შენიშვნები

კონცერტის მეორე დღეს ”ვარსკვლავების აკადემიის” დირექტორატმა თათბირი გამართა და 23 მარტის კონცერტის შედეგები შეაფასა.პედაგოგები აკადემიის დირექტორის გეგა ფალავანდიშვილის კაბინეტში შეიკრიბნენ. მათ ყველა მონაწილის გამოსვლა განიხილეს. აკადემიის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა მანანა მორჩილაძემ უმაღლესი შეფასება მარი ბოლქვაძის გამოსვლას მისცა და აღნიშნა, რომ ის ერთადერთი იყო, რომელმაც რეპეტიციების დროს პედაგოგების მიერ მიცემული ყველა რჩევა და შენიშვნა გაითვალისწინა. გიორგი ჯალაღანიას გამოსვლით ყველა უკმაყოფილო დარჩა. პედაგოგებმა ისიც თქვეს, რომ რეპეტიციებზე გაცილებით უკეთესად მღეროდა. მარგო ლუჩკოს სიმღერას მუსიკალურმა ხელმძღვანელმა წარუმატებელი უწოდა. ქორეოგრაფმა თეა გობეჯიშვილმა აღნიშნა, რომ რეპეტიციებზე მარგოც გაცილებით უკეთესად ცეკვავდა. გეგა ფალავანდიშვილმა მარგო ლუჩკოს წარუმატებლობა ნერვიულობას დააბრალა.პედაგოგების კრების მერე აკადემიის დირექტორი სტუდენტებს შეხვდა და მასწავლებლების შენიშვნები გააცნო.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 741 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები