მთავარი » სიახლეების არქივი

სტუდენტებმა ვარსკვლავურ სახლში პირველი ვახშამი გამართეს.თუმცა მანამდე მათ სახლი დაათვალიერეს. აღტაცებას ვერც ერთი ვერ მალავდა. ბიჭებმა შამპანურის ბოთლები გახსნეს და ყველა მაგიდას შემოუსხდა. მარგო ლუჩკო სიტყვით გამოვიდა. დანარჩენები ხმაურობდნენ, და აწყვეტინებდნენ. მარგო სიჩუმეს ითხოვდა.გიორგი ჯალაღანიამ განაცხადა, რომ მათგან კარგი მომღერლები დადგებოდა, რადგან აკადემიაში მოხვდნენ.ვახშმის შემდეგ მარგომ წყლის ბოთლი მიკროფონად გამოიყენა და სიმღერა დაიწყო. მას სხვა გოგოებიც აჰყვნენ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1048 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

კონცერტიდან თოთხმეტივე მონაწილე პირდაპირ ვარსკვლავური სახლისკენ გაემართა. აქ მათ უკვე ელოდებოდა აკადემიის დირექტორი გეგა ფალავანდიშვილი. მალე აკადემიის სტუდენტებმაც შემოაღეს კარი. ბიჭები გოგონებს ბარგის შემოტანაში ეხმარებოდნენ. ყველა დიდ ოთახში შეიკრიბა და ელოდა, რას ეტყოდა მათ დირექტორი.
გეგამ სტუდენტებს სასწავლო სემესტრის წარმატებით დაწყება მიულოცა, გააფრთხილა, რომ ყოველდღე მეცადინეობებისთვის 9 საათზე მოუწევდათ ადგომა, და ისიც უთხრა, რომ წარმატებული სტარტის აღსანიშნავად სახლში შამპანური და ვახშამი ელოდათ.
გეგას წასვლის მერე გოგონები და ბიჭები საძინებელ ოთახებში გადანაწილდნენ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1085 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

პირველი კონცერტის რეპერტუარი ცნობილი უცხოური ჰიტებისგან შედგებოდა. სიმღერები თითოეული მონაწილისთვის სპეციალურად შეირჩა.
პროექტის იმიჯმეიკერმა ყველა მონაწილეს ტანსაცმელი სიმღერის მიხედვით მოარგო.
აი, რა სიმღერები შეასრულეს მათ:

მარი ბოლქვაძე - Bring It Back
გიორგი ჯალაღანია - Why You Follow Me
ანი სუბელიანი - Beautiful
მიშა სულუხია - Love To See You Cry
მარგო ლუჩკო - I Can’t Get You Out Of My Head
გიორგი ერგემლიძე - Lady
ქეთი ორჯონიკიძე - Cornflake Girl
ნიკა როყვა - Ain’t No Sunshine
ნინო ღავთაძე - I Try
ბექა ბროლაძე - Save Tonight
მარიკო ებრალიძე - Smooth Operator
დიტო ლაგვილავა - Poor People
ლევან დობაძიშვილი - Sunday Morning
ნათია მიქაძე - Respect

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1163 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები(0)

გუშინ 23 მარტს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ”ვარსკვლავების აკადემიის” პირველი კონცერტი ჩატარდა. კონცერტს უძღვებოდნენ ”უკანასკნელი გმირის”  წამყვანი გიორგი ქორქია და ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში.კონცერტი მონაწილეებმა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერილი ჰიმნით გახსნეს. შემდეგ კი მაყურებლის წინაშე კონცერტისთვის მომზადებული რეპერტუარით წარსდგნენ.წამყვანებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენი კონკურსანტების გამბედაობას. მათ გააკეთეს ის, რაც ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ გაუკეთებიათ. პირველ კონცერტზე ისინი გამოდიოდნენ არა გამოცდილ მომღერლებთან ერთად, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდებოდა, არამედ სცენაზე მარტონი იდგნენ და რაც მთავარია, სიმღერებს ცოცხლად ასრულებდნენ.კონცერტის ბოლოს გიორგი ქორქიამ მაყურებელს ის სახლი დაათვალიერებინა სადაც აკადემიის მონაწილეები 11 კვირას გაატარებენ. კონცერტი წამყვანმა და მომღე ... სრულად წაკითხვა>>

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1290 | დამატებულია: 24.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

დღს გაიმართება ვარსკვლავების აკადემიის პირველი კონცერტი რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.საყურებლად საჭიროა მენიუში დააჭიროთ წარწერას "LIVE კამერები" და უყუროთ
კატეგორია: LIVE | ნანახია: 1655 | დამატებულია: 23.03.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარები(1)

ყველას ვისაც სურვილი გაქვთ დაეხმაროთ მარგო ლუჩკოს,გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა eMoney-ს ანგარიშზე 360056527,მოგროვილი თანხით შეძენილი იქნება ბალი ბარათები ,რომლითაც დავუმესიჯებთ მარგოს საჭიროების შემთხვევაში.დღეს გაიმართება პირველი კონცერტი,რომელსაც ჩვენი საიტი პირდაპი ეთერში შემოგთავაზებთ
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1130 | დამატებულია: 23.03.2008 | რეიტინგი: 4.7/3 | კომენტარები(3)

ჩვენი პროექტის თოთხმეტივე მონაწილე მოუთმენლად ელის 23 მარტის დადგომას, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერით გავა “ვარსკვლავების აკადემიის” პირველი კონცერტი. რეპერტუარი უკვე შერჩეულია. აკადემიის მომავალი “სტუდენტები” თავდაუზოგავად ემზადებიან პირველი სერიოზული გამოცდისთვის. ისინი უკვე გადიან რეპეტიციებს აკადემიის პედაგოგებთან, ხვეწენ საშემსრულებლო მანერას, სწავლობენ ცეკვას და სცენაზე თავისუფლად მოძრაობას იმისთვის, რომ პირველივე დღიდან დაიმსახურონ მაყურებლისა და აკადემიის ჟიურის სიმპატია, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ჩვენი მონაწილეების მომავალი.
P.S. ამ კონცერტის ნახვა ჩვენს საიტზე შეგეძლებათ პირდაპირ ეთერში
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1259 | დამატებულია: 23.03.2008 | რეიტინგი: 4.0/1 | კომენტარები(0)

« 1 2 3 4 5
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები