მთავარი » სიახლეების არქივი
მარგო ყველა პედაგოგის შენიშვნას და დავალებას პასუხისმგებლობით ეკიდება და პირნათლად ასრულებს. მას და ნათიას ქორეოგრაფმა თეა გობეჯიშვილმა ურჩია, ერთი სავარჯიშო შეესრულებინა: თავისუფალ დროს მათ უნდა ერბინათ და თან ელაპარაკათ.მარგომ, როგორც კი თავისუფალი დრო მოიხელთა, მთელი სახლი სიმღერით შემოირბინა. მას ნათიას აყოლიებაც უნდოდა, მაგრამ ნათიამ დაიზარა.როდესაც დაღამდა, შუქების ჩაქრობისთანავე მარგო დასაძინებლად დაწვა და ყველას სთხოვა, არ ეხმაურათ. გოგოებმა ამაზე პროტესტი გამოთქვეს, შენს გამო ჩვენც ადრე რატომ უნდა დავიძინოთო.მიუხედავად თხოვნისა, მარგომ მაინც ვერ დაიძინა, რადგან მის მშვიდ ძილს ამჯერად გოგონებმა კი არა, ბიჭებმა შეუშალეს ხელი. ისინი გოგოების ოთახში სიმღერით და ხმაურით შეიჭრნენ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1110 | დამატებულია: 02.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

საღამოს აკადემიის რექტორი გეგა ფალავანდიშვილი კიდევ ერთხელ ეწვია ვარსკვლავურ სახლს და ყველას საკლასო ოთახში შეკრება სთხოვა. იქ ჩვენს სტუდენტებს ტელევიზორი დახვდათ. გეგამ მათ კონცერტის ჩანაწერი ჩაურთო. სუნთქვაშეკრული სტუდენტები ტელევიზორს გარს შემოუსხდნენ და ინტერესით უყურებდნენ თავის გამოსვლას.ნიკა როყვა თავის ნომერს ცოტა ხანს თვალს ადევნებდა, მერე გულმა ვეღარ გაუძლო და საკლასო ოთახიდან გავიდა, ყურსაცმელები დაიმაგრა და მუსიკას უსმენდა. განსაკუთრებით ემოციურად თავის გამოსვლას მარგო ლუჩკო შეხვდა. მან ბევრი აკრიტიკა თავისი თავი და თავს ”უბანძესი ბანძი მარგო ლუჩკო” უწოდა. დაძაბული უყურებდა თავის ნომერს მეორე აუტსაიდერი გიორგი ერგემლიძე. ბოლოს აღნიშნა, რომ არც ისე ცუდად გამოსულა კონცერტზე. დანარჩენებმა უთხრეს, რომ ჟიურისგან შენიშვნები  სამართლიანად მიიღო. რამდენიმე სტუდენტი ნიკასთან მივიდა და ურჩია, საკუთარი თვ ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1153 | დამატებულია: 02.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

რადიო ”ფორტუნა” ყოველი კონცერტის ბოლოს თავის ფავორიტს აკადემიის ჟიურისგან დამოუკიდებლად აირჩევს. რჩეულს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდება.”ფორტუნა”  თავის რჩეულს დიპლომით დააჯილდოებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ის ამ სტუდენტის მიერ კონცერტზე შესრულებულ სიმღერას გააჰიტებს და მთელი კვირის განმავლობაში თავის ეთერში დაატრიალებს.კვირის კონცერტის მერე ”ფორტუნას” რჩეული ქეთი ორჯონიკიძე გახდა. ასე, რომ 4 Non Blondes-ის სიმღერას  What’s Up ამჯერად ქეთი ორჯონიკიძის შესრულებით ამ კვირაში რადიო ”ფორტუნას” ეთერში მოისმენთ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1156 | დამატებულია: 02.04.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(1)

ბექა ბროლაძემ ნათია მიქაძეს უთხრა, რომ მისნაირი გოგონები ძალიან მოსწონდა. მათი საუბარი ერთმანეთისთვის პირველი შთაბეჭდილებების გაზიარებით დაიწყო. ბექა გამოტყდა, რომ თავიდან ნათია მაგარი ”სვეტსკი” და მეტიჩარა გოგო ეგონა. მერე ისიც აღნიშნა, რომ მისი შეყვარებულები ზუსტად ნათიასნაირი გოგონები იყვნენ. ნათიამ ბიჭებისგან კომპლიმენტებიც დაიმსახურა, ბექამ მის სახეს ავანგარდული და ორიგინალური უწოდა, გიორგი ჯალაღანიამ კი უთხრა, ძალიან მეტყველი თვალები გაქვსო. მოსაწევი ოთახიდან გასვლისას ბექა ბროლაძე ნათიას გაეხუმრა, ასე რომ, მიფრთხილდიო. ეს სასიყვარულო მოზღვავება მათი მეგობრული გადახვევით დასრულდა. მეორე ოთახში გიორგი ერგემლიძე დანარჩენებს თავისი ძველი სიყვარულის ისტორიას უყვებოდა. ბექა ბროლაძემ ხმამაღლა აღნიშნა, რომ დღეს აკადემიაში სიყვარულის მოზღვავება იგრძნობოდა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1184 | დამატებულია: 29.03.2008 | რეიტინგი: 3.0/2 | კომენტარები(1)

ვარსკვლავების აკადემიის სტუდენტები კვებას უჩივიან. მათ ყოველ დღე მზა კერძებით ამარაგებენ. ამით განებივრებულები, როგორც კი დროს მოიხელთებენ, ჭამენ.მეცადინეობებს შორის, ძილის წინ და ღამის საათებში ჩვენს მოშიებულ სტუდენტებს ხშირად ნახავთ სამზარეულოში. კვებაში რეჟიმს არ იცავენ. არც საკვების რაოდენობას აკონტროლებენ, და უზომოდ ბევრს მიირთმევენ.დღეს დილით მიშამ დაიჩივლა, რომ მუდამ შია და საჭმელი არ ჰყოფნის. ანიმაც დაიწუწუნა, ოღონდ რაციონთან დაკავშირებით. კონტრარგუმენტი მარიკო ებრალიძემ მოუყვანა, ჩვენ, მსუქნებს, ნუ გვაბრალებთ, რომ საჭმელი არ რჩება, ჩვენ ერთჯერად კვებაზე ვართ გადასულიო. მერე მიშას მიუბრუნდა და უთხრა, შენ არ იყავი, გუშინ ერთი საათის განმავლობაში შვიდჯერ რომ ჭამეო.თუ ასე გააგრძელეს, ჩვენს მომავალ ვარსკვლავებს შეიძლება მალე დიეტოლოგის რჩევები დასჭირდეთ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1170 | დამატებულია: 29.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

პროექტის მონაწილეებზე სიუჟეტი კურიერ პოსტსკრიპტუმში,უყურეთ აქვე
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1228 | დამატებულია: 28.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(1)

ქორეოგრაფები ლორა აუთლო და თეა გობეჯიშვილი დღესაც მკაცრები იყვნენ. სტუდენტები მათ დავალებებს ასრულებდნენ, თუმცა ხანდახან ავიწყდებოდათ, რომ ვარჯიშის დროს ჭორაობა აკრძალულია.ლორა შენიშვნებს ლაპარაკთან დაკავშირებით ხშირად აძლევდა, ბოლოს ყველას თვალწინ გააკეთა სტუდენტების არასერიოზული ქცევის ინსცენირება, რითაც კონკურსანტების აპლოდისმენტები დაიმსახურა. მერე ხაზი გაუსვა იმას, რომ სცენაზე ლაპარაკი და არასერიოზული მოქცევა არ შეიძლება. სტუდენტებმა ჯერ წაივარჯიშეს, მერე იმ ცეკვის რეპეტიცია გაიარეს, რომლითაც კონცერტზე ერთად უნდა გამოვიდნენ. ლორა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი თვალს ადევნებდა და მათ უხერხულ მოძრაობებზე ბევრს ხალისობდა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1121 | დამატებულია: 28.03.2008 | რეიტინგი: 1.0/1 | კომენტარები(0)

კონცერტამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. სტუდენტები სიმღერებს ამზადებენ და ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტში ერთმანეთის კონკურენტები არიან, ჩვენი მომავალი ვარსკვლავები ერთმანეთს მაინც ეხმარებიან.ყველა დიდ ოთახში იყო შეკრებილი. მიშა სულუხია თავისთვის ღიღინებდა. მისი შესრულება ნათიას არ მოეწონა და რჩევები მისცა სიტყვების გამოთქმასთან დაკავშირებით. გიორგი და ბექაც ნათიას აჰყვნენ და მიშას ასწავლიდნენ ინგლისური სიტყვების სწორად წარმოთქმას. ვოკალის გაკვეთილზე ლევანს ნიკა როყვას დახმარება დაავალეს.გიორგი ერგემლიძე გიორგი ჯალაღანიას ეხმარებოდა რეპეტიციაში, ქეთი ორჯონიკიძე კი მარგო ლუჩკოს ასწავლიდა, რომელ სიტყვაზე როგორ გაეღო პირი. მოგვიანებით ნათია მიქაძე და ქეთი ორჯონიკიძე ცალკე ოთახში განმარტოვდნენ, მუსიკა ჩართეს, მღეროდნენ და ერთმანეთს შენიშვნებს აძლევდნენ, თან ერთმანეთს ”მასწ”-ით მიმართავდნე ... სრულად წაკითხვა>>

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1037 | დამატებულია: 28.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(0)

ახლოვდება კვირის კონცერტი, როდესაც გაგდების კანდიდატები პირველად უნდა დასახელდნენ. ჩვენს კონკურსანტებს ნერვიულობა დაეტყოთ.ნერვიულობაზე ლაპარაკი პირველად დიტო ლაგვილავამ წამოიწყო. მან აღნიშნა, რომ კონცერტზე გამუდმებით ფიქრობდა, რადგან აქ წყდებოდა მათი დარჩენა-არ დარჩენის საკითხი. შემდეგ გიორგისთან დაიჩივლა ხმას ძალას ვერ ვატანო. გიორგიმაც განაცხადა ხმა ”მიჯდებაო”.
ცალკე გოგონები არკვევდნენ, ვის უფრო რთული ტექსტი ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ამ მხრივ ქეთი ორჯონიკიძე და მარგო ლუჩკო იყვნენ. ნინო ღავთაძე იმაზე ნერვიულობდა, რომ თავის იტალიურ სიმღერას იმპროვიზაცია ვერ მოუგონა. ტექსტის შინაარსიც კარგად არ ესმოდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ სატირალი ტექსტი ჰქონდა და კაცეს უმღეროდა.ერთმანეთს სიგარეტის მოსაწევ ოთახში გადაუშალეს გული. ყველაზე გულახდილი ნათია მიქაძე იყო. მან განაცხადა, ოღონდ მე არადა და სხვა ვინც უნდა ი ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1129 | დამატებულია: 27.03.2008 | რეიტინგი: 2.0/1 | კომენტარები(0)

საღამოს აკადემიას მოულოდნელად გეგა ფალავანდიშვილი ეწვია. ის მთელი დღე ადევნებდა თვალს აკადემიის სტუდენტებს და მათი საქციელით უკმაყოფილო დარჩა.გეგამ ყველა საცეკვაო დარბაზში დაიბარა. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზეზი სტუდენტების უსაქმურობა და ძვირფასი დროის ფლანგვა იყო. მისი კრიტიკა მხოლოდ მარგო ლუჩკოს არ ეხებოდა.პირველად გეგა ფალავანდიშვილმა მათ დაგვიანებას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ თუ მეცადინეობებზე დროზე არ მივიდოდნენ, ის მასწავლებლებს კარის ჩაკეტვას სთხოვდა და გაკვეთილებზე აღარ დაუშვებდა. ურჩია მასწავლებლების კეთილგანწყობით არ ესარგებლათ და საქმეს პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ, ბევრი ემუშავათ და რეპეტიციები გაევლოთ, რადგან კონცერტამდე სულ რაღაც ოთხი დღე დარჩა, ამიტომ უნდა იაქტიურონ, ცეკვის გაკვეთილზე უნდა იცეკვონ, ვოკალის გაკვეთილზე იმღერონ, და არა ეძი ... სრულად წაკითხვა>>
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1556 | დამატებულია: 26.03.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარები(1)

« 1 2 3 4 5 »
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები