მთავარი » 2008 » აპრილი » 2 » სტუდენტებმა საკუთარი გამოსვლა შეაფასეს
01:12
სტუდენტებმა საკუთარი გამოსვლა შეაფასეს
საღამოს აკადემიის რექტორი გეგა ფალავანდიშვილი კიდევ ერთხელ ეწვია ვარსკვლავურ სახლს და ყველას საკლასო ოთახში შეკრება სთხოვა. იქ ჩვენს სტუდენტებს ტელევიზორი დახვდათ. გეგამ მათ კონცერტის ჩანაწერი ჩაურთო. სუნთქვაშეკრული სტუდენტები ტელევიზორს გარს შემოუსხდნენ და ინტერესით უყურებდნენ თავის გამოსვლას.ნიკა როყვა თავის ნომერს ცოტა ხანს თვალს ადევნებდა, მერე გულმა ვეღარ გაუძლო და საკლასო ოთახიდან გავიდა, ყურსაცმელები დაიმაგრა და მუსიკას უსმენდა. განსაკუთრებით ემოციურად თავის გამოსვლას მარგო ლუჩკო შეხვდა. მან ბევრი აკრიტიკა თავისი თავი და თავს ”უბანძესი ბანძი მარგო ლუჩკო” უწოდა. დაძაბული უყურებდა თავის ნომერს მეორე აუტსაიდერი გიორგი ერგემლიძე. ბოლოს აღნიშნა, რომ არც ისე ცუდად გამოსულა კონცერტზე. დანარჩენებმა უთხრეს, რომ ჟიურისგან შენიშვნები  სამართლიანად მიიღო. რამდენიმე სტუდენტი ნიკასთან მივიდა და ურჩია, საკუთარი თვალით ენახა კონცერტი, რადგან მისი ნომერი არც ისეთი საშინელება იყო, როგორიც ეგონა.კონცერტის ნახვის მერე მარგო ლუჩკომ ტირილი დაიწყო. ტირილის მიზეზი ის იყო, რომ ყველა მას ქერა გოგოდ მიიჩნევდა, რომელსაც მხოლოდ მოძრაობა შეეძლო და სიმღერა არ ეხერხებოდა. მოგვიანებით ნინო ღავთაძემ აღნიშნა, რომ ამ კონცერტის ნახვის მერე მიხვდა, რომ ვარსკვლავობამდე ყველას ბევრი უკლია.ღამე ბიჭები ”გაპასტვის” ხასიათზე მოვიდნენ. მიშა სულუხია გოგოების ოთახში შეიჭრა და ლოგინში ჩაწოლილ გოგონებს კბილის პასტა წაუსვა. ანერვიულებული ნინო ღავთაძე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ კონცერტის ნახვის მერე ყველა ცუდ ხასიათზე უნდა იყოს, რადგან მათი გამოსვლა ძალიან ”დაბალი დონე” იყო, ბოლოს დააყოლა, გავბანძდით და თქვენ კიდევ გიხარიათო.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1163 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები