მთავარი » 2008 » მარტი » 29 » მონაწილეებს საჭმელი არ ჰყოფნით
20:28
მონაწილეებს საჭმელი არ ჰყოფნით

ვარსკვლავების აკადემიის სტუდენტები კვებას უჩივიან. მათ ყოველ დღე მზა კერძებით ამარაგებენ. ამით განებივრებულები, როგორც კი დროს მოიხელთებენ, ჭამენ.მეცადინეობებს შორის, ძილის წინ და ღამის საათებში ჩვენს მოშიებულ სტუდენტებს ხშირად ნახავთ სამზარეულოში. კვებაში რეჟიმს არ იცავენ. არც საკვების რაოდენობას აკონტროლებენ, და უზომოდ ბევრს მიირთმევენ.დღეს დილით მიშამ დაიჩივლა, რომ მუდამ შია და საჭმელი არ ჰყოფნის. ანიმაც დაიწუწუნა, ოღონდ რაციონთან დაკავშირებით. კონტრარგუმენტი მარიკო ებრალიძემ მოუყვანა, ჩვენ, მსუქნებს, ნუ გვაბრალებთ, რომ საჭმელი არ რჩება, ჩვენ ერთჯერად კვებაზე ვართ გადასულიო. მერე მიშას მიუბრუნდა და უთხრა, შენ არ იყავი, გუშინ ერთი საათის განმავლობაში შვიდჯერ რომ ჭამეო.თუ ასე გააგრძელეს, ჩვენს მომავალ ვარსკვლავებს შეიძლება მალე დიეტოლოგის რჩევები დასჭირდეთ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1171 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები