მთავარი » 2008 » მარტი » 25 » უწყინარი თამაში კამათით დასრულდა
22:15
უწყინარი თამაში კამათით დასრულდა

საღამოს ჩვენს კონკურსანტებს გაკვეთილები არ ჰქონდათ ამიტომ თამაშები მოიგონეს. თუმცა ერთი უწყინარი თამაში ნიკა როყვას და მიშა სულუხიას დაპირისპირებით დასრულდა.მონაწილეები ჯერ ორ გუნდად გაიყვნენ და ”ომობანა” ითამაშეს. მერე გადაწყვიტეს ”ვარსკვლავების აკადემიის” ცოცხალი კონცერტის ინსცენირება გაეკეთებინათ და თან პროექტის გენერალური სპონსორისთვის რეკლამა გაეწიათ. იდეა ნიკა როყვას ეკუთვნოდა, წამყვანები კი მიშა სულუხია და ნათია მიქაძე იყვნენ. მიშა და ნიკა ”კონცერტის” და ”სპონსორის რეკლამის” თანმიმდევრობაზე ვერ შეთანხმდნენ. გაბრაზებულმა ნიკამ მიშას ეგოისტი უწოდა, შენს თავს მაქსიმალურად იყენებო. ნიკამ კონცერტის სცენარის გადალაგება მოინდომა, თუმცა დანარჩენებმა მიშას აუბეს მხარი, ჯერ ასე გავიაროთ რეპეტიცია და თუ არ მოგვეწონა მერე შევცვალოთო.მიშა ნიკას არ მოეშვა. რამდენჯერმე ყველას გასაგონად თქვა, რომ ნიკამ შეურაცხყოფა მიაყენა, და ეგოისტი უწოდა. ნიკამ თავი იმართლა გაგეხუმრეო. მერე იმედგაცრუებულმა ხელი ჩაიქნია და ”კონცერტის” მონაწილეებს ჩამოშორდა. 
 
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 705 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ახალი ამბები [41]
მულტიმედია [5]
LIVE [1]
ჩვენი გამოკითხვა
დააბრუნონ მარგო?
სულ ხმა მისცა: 191
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები